სამართალი
სუს-ის ინფორმაციით, სოფელ ტახტისძირისა და გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ქარელის რაიონ სოფელ ტახტისძირის და ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სუს-ში.