საზოგადოება
ევროპარლამენტარი კუბილიუსი უხეშად ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში - სასამართლოსა და უმაღლეს ხელმძღვანელობას მიკერძოებასა და ტენდენციურობაში ადანაშაულებს

 საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ევროპარლამენტარი, ლიტვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი საკუთარ Twitter-ზე გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯაზე წერს.

"აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ სასამართლო და საარჩევნო პროცესის პოლიტიზაციის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება: გიორგი რურუას, ოპოზიციური ტელეარხის ინვესტორს, პატიმრობა მიუსაჯეს. გადადგამს თუ არა პრეზიდნტი ნაბიჯს და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?"

30 ივლისს სასამართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამაც.

რურუას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენის გამო შეშფოთება გამოთქვა აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარში პომპეომ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გააგრძელონ ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.