საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი - მადლობა ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველ ხალხს, სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირს, აშშ-ს

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირს, აშშ-სა და სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ქართველების ბუნებაა განვითარებისკენ და პროგრესისკენ სწრაფვა.

მუდამ ვართ და ვრჩებით ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგული, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველ ხალხს ამ საქმეში, ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.