საზოგადოება
ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის და მინსკის გათავისუფლების დღეს დიდი სამამულო ომის ვეტერანებსა და ვეტერანთა მოძრაობის აქტივისტებს ჯილდოები გადაეცათ

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. დაჯილდოებულთა შორის არიან - მრავალეროვნული საქართველოს კაზაკთა თემების აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო, სოციო-ეკონომიკური ცენტრი, ომის ვეტერანთა ცენტრალურ საბჭოსთან ერთად. ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა მ. მიალიკოვმა ვეტერანთა მოძრაობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის, საიუბილეო მედალი გადასცა აკადემიკოსს, საქართველოს სამხედრო ძალების, შრომისა და ომის ვეტერანთა ცენტრალური საბჭოს წევრს გილარ ბაქრაძეს. თავის მხრივ, ბაქრაძემ გაიხსენა, რომ ბელორუსული შეტევითი ოპერაცია "ბაგრატიონი", რომელსაც ჩვენი თანამემამულის სახელი ჰქვია, იქცა ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ოპერაციად ისტორიაში და რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, დიდი სამამულო ომის ვეტერანები სამუდამოდ დარჩებიან მისაბაძ მაგალითად მომავალი თაობებისთვის.

ხელმძღვანელობს რა საერთაშორისო სამართლისა და სახალხო დიპლომატიის პრინციპებით, ევრაზიის ქვეყნებისა და ხალხების განვითარების ისტორიული ერთობის გათვალისწინებით, კაზაკთა თემების აღორძინების ცენტრი პოსტსაბჭოთა სივრცეში მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესანარჩუნებლად იღვწის. რამდენიმე დღის წინ ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე მოვიდა წერილი: პატივცემულო ბატონო ბაქრაძე! გულწრფელ მადლობას გიხდით ბელრუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ა. გ. ლუკაშენკოს საქმიანობის მაღალშეფასებისთვის, მისდა მთელი ბელორუსიელი ხალხის მისამართით კეთილსიტყვებისა და სურვილებისთვის. გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობასდა კეთილდღეობას".

საქინფორმი