პოლიტიკა
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნუ გახსნით საქართველოს საზღვრებს, წელსაც გავძლებთ ტურისტების გარეშე! - საქინფორმი გიორგი გახარიას მიმართავს

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი.

       ბატონო პრემიერ-მინისტრო!

   მათ, ვინც საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ვერ ხედავენ თქვენს გადამწყვეტ როლს ქართველი ხალხის კორონავირუსისგან გადარჩენაში, უბრალოდ, სინდისი არ აქვთ.

თქვენი პოლიტიკური მტრები ოცნებობენ, რომ საქართველოში ეპიდემიამ იფეთქოს, ისევე როგორც ჩვენს მეზობლებთან - მაგალითად, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში ან რუსეთში.

გახსოვთ, COVID-19–ის ბობოქრობის პერიოდში საქინფორმი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა თქვენი მთავრობის მიერ ორგანიზებულ ქართველთა მასობრივ დაბრუნებას უცხოეთიდან? ჩვენ, სახელმწიფომ, უზარმაზარი ხარჯები გავიღეთ 15-დღიანი კარანტინისას საუკეთესო სასტუმროებში მათ განსათავსებლად. გახსოვთ, როგორ აფრთხილებდა საქინფორმი - მადლიერების ნაცვლად, ისინი პირველივე შესაძლებლობისთანავე კვლავ უკან გაიქცევიან უცხოეთში?

რა თქმა უნდა, მე არ მიგულისხმია ქართული ემიგრაცია, რომელიც არც აპირებდა სამშობლოში დაბრუნებას - ყველაზე რთულ დროს ისინი დარჩნენ გერმანიასა და ესპანეთში, იტალიასა და აშშ-ში. მხედველობაში მყავს სეზონური დაბალკვალიფიციური მუშახელი და კრიმინალები - იმათ მსგავსი, გუშინ სარფში საპროტესტო აქცია რომ მოაწყეს საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნის მოთხოვნით.

       ბატონო პრემიერ-მინისტრო!

   ჩვენ გვჯერა თქვენი, როდესაც საუბრობთ საქართველოს ეკონომიკის დიდ პრობლემებზე, გვჯერა არა მარტო საქსტატის მონაცემების - ამ კრიზისს ყოველდღიურად ვგრძნობთ საკუთარ თავზე, ჩვენს გახვრეტილ ჯიბეებში.

მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ საქინფორმი სახალხო მედიაა, რომელიც სხვებზე ახლოა ჩვეულებრივი ხალხთან, ვიდრე პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებასთან. ამიტომ, პასუხს ვაგებთ ჩვენს თითოეულ სიტყვაზე, ის დასაბუთებულია, რადგან ის ხალხისგან, მოსახლეობის ფართო ფენებთან ჩვენი კონტაქტებისგან მოდის. და იცით, რას ამბობენ ჩვენი მაღალცნობიერი მოქალაქეები?! სჯობს მშივრები ვიყოთ, ვიდრე მკვდრები!” აგვივარდა ერთი ტურისტული სეზონი სააკაშვილის პროვოკაციის გამო, ამასაც გავუძლებთ! რაში გვჭირდება ახლა ტურისტები მთელი მსოფლიოდან?! ღმერთმა ერთხელ გადაგვარჩინა - მეორედ არ გვიხსნის! მადლობა მთავრობას, რომელმაც ამჯერად ყველაფერი სწორად გააკეთა. მაგრამ, ჩვენ რომ იმდენი პაციენტი გვყოლოდა, რამდენიც ორი ნაბიჯში - სომხეთშია - შეძლებკი გახარიამ ეპიდემიის შეჩერებას? და რამდენი დაიღუპა სამედიცინო დახმარების გარეშე, კორონავირუსისთვის დახურული საავადმყოფოების გამო?!”, - ასე ამბობს ჩვენი მოსახლეობა ქუჩებში, ბაზრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ამიტომ საქინფორმი მოგმართავთ თხოვნით - ნუ ჩქარბთ საზღვრების გახსნას, მით უმეტეს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე აზვირთდა მსოფლიოში! გამოძებნეთ სხვა რესურსები ეკონომიკისა და თქვენი ხალხის მხარდასაჭერად - თქვენ კარგად იცით, რომ ისინი მოგვეპოვება. საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა თავისი წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსებით, ასევე საქართველოს ჰყავს ძალიან მდიდარი დიასპორა საზღვარგარეთ ...

საქინფორმის რედაქცია