საზოგადოება
რუსეთის საგარეო უწყება: რუსმა ექსპერტებმა ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლა უნდა შეძლონ

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთიდან წამოსული დეზინფორმაციის შესახებ პროვოკაციულია და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურება იმ სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობიდან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში ხორციელდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებებისა, რომ თავად აკონტროლებენ და აფინანსებენ ლაბორატორიის საქმიანობას, მასში მიმდინარე კვლევები შეერთებულ შტატებსა და მის პარტნიორებთან არის აფილირებული, რაც კითხვებს ბადებს. მივესალმებით საქართველოს მხრიდან ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების მიღებისთვის მზადყოფნას, თუმცა ასეთ ვიზიტს მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა, მათ შორის ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ შენობაში შესვლას შეძლებენ და ექნებათ წვდომა ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე. ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში, სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე. მზად ვართ გამონაკლისი დავუშვათ ცენტრის მიერ აკრედიტებული პენტაგონის წარმომადგენლებისთვის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთი საქართველოსგან პასუხს მოელის რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ბვიზიტთან დაკავშირებით მიმართვაზე. აშშ-ის საელჩომ საქართველოში მოსკოვი ლაბორატორიის მუშაობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.