უცხოეთი
საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. გასული 24 საათის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 20 634 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 633 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 1 643 246 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულთა საერთო რიცხვი კი 97 720-ს შეადგენს.
1tv.ge