რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოში არ დაუშვეს კორონავირუსის ეპიდემია, რათა ამაში ლუგარის ლაბორატორია არ დაედანაშაულებინათ!

     NEWS FRONT-ის ექსკლუზიური ინტერვიუ საქინფორმის მთავარ რედაქტორთან, არნო ხიდირბეგიშვილთან, საქართველო, თბილისი, 4 მაისი, 2020 .

- ბატონო არნო, შეიძლებ მოგილოცოთ? ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ათამდე ადამიანი არ გვხვდება დღეში, მთავრობა შეზღუდვებს ხსნის, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო ემზადება საქართველოში უცხოურ კომპანიები შემოყვანისა და ტურისტული სეზონისთვის.

- ამერიკის ელჩი კითხვებსაც კი ძალზე მტკივნეულად აღიქვამს ლუგარის ლაბორატორიისა და მისი ”მაღალპროფესიონალი ქართველი ხელმძღვანელობის” მისამართით, ვისი მადლიერიც, თურმე, კუბოს კარამდე უნდა ვიყოთ გადარჩენისთვის! ამიტომ არ შემიძლია დღეს არ შევახსენო ქალბატონ კელი დეგნანს, რომ სწორედ ლაბორატორიის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე - გამყრელიძე და იმნაძე - ატყუებდნენ მოსახლეობას, ჰპირდებოდნენ ყველაზე რთულ კვირებს და ეპიდემიის მწვერვალს მაისის დასაწყისიდან, რომელიც, ამ "პროფესიონალების" თქმით, ივნისამდე უნდა გაგრძელებულიყო!

   განა იგივე ლუგარელები ყოველდღიურად რამდენჯერმე არ გვიყვიროდნენ ტელეეკრანებიდან - აქაოდა, თუ გინდათ ცოცხალი დარჩეთ, არ წახვიდეთ ეკლესიაში, განსაკუთრებით აღდგომას?! ჰოდა, აბა სად არის ეს საეკლესიო კლასტერი, სად არის ეს ათასობით კუბო?! ორ კვირაზე მეტი გავიდა და არც ერთი იმ ათასობით მრევლიდან, რომლებიც 10 საათის განმავლობაში იდგნენ ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგიაზე, ავად არ გამხდარა! მადლობა ღმერთს, და ასევე, არც ერთი სასულიერო პირი, თუმცა ლუგარის ლოგიკის თანახმად, ყველაფერი მათ წინააღმდეგ იყო! მაგრამ გაიმარჯვა იესომ, მართლმადიდებლურმა მრწამსმა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მისმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც, ხელისუფლებისა და აშშ-ის საელჩოს მხრიდან უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, კატეგორიული უარი თქვა ტაძრების დახურვაზე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას!

- SPUTNIK GEORGIA– სთან შარშანდელ ინტერვიუში, ასევე სხვა უცხოურ სააგენტოებთან თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული აურზაური გადაჭარბებულია, ხოლო ამასწინანდელ პუბლიკაციაში თქვენ დააზუსტეთ, რომ ეს არის მომგებიანი ბიზნესი, რომელსაც მრავალი ადამიანი თბობს ხელს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი და თანამფლობელი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ გრძელდება ვნებათაღელვა ლაბორატორიის გარშემო?

- იმიტომ, რომ ლუგარის ლაბორატორია საქართველოში ხელსაყრელი პლატფორმაა ურთიერთსაყვედურებისა და ანგარიშსწორებისთვის აშშ-სა და ჩინეთს, აშშ-სა და რუსეთს შორის! ნახეთ: აშშ საყვედურობს ჩინეთს, რომ კორონავირუსი უჰანის ბიოლაბორატორიაში შეიქმნა - ჩინეთი მიუთითებს აშშ-ს ლუგარის ბიოლაბორატორიაზე საქართველოში; აშშ რუსეთს ადანაშაულებს კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ფაქტების დამალვაში - რუსეთი პასუხობს განცხადებით მის საზღვრებთან ლუგარის ბიოლაბორატორიის არსებობის შესახებ!

- ერთ წუთით, ბატონო არნო! აქ ნება მომეცით შეგახსენოთ რამდენიმე ფაქტი, რომლებსაც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ჩამოვთვლი. თქვენ პირველი ხართ, ვინც განაცხადა, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა უჰანის ლაბორატორიაში (შიდსის ვირუსის, როგორც ბიოლოგიური იარაღი, სრულყოფის პროცესში). ეს იყო 24 მარტს, და მხოლოდ 18 აპრილს თქვენი ვერსია გაიმეორა მსოფლიოში სახელგანთქმულმა ფრანგმა მეცნიერმა ლუკ მონტანი, რომელმაც აღმოაჩინა შიდსის ვირუსი და ამისათვის ნობელის პრემია მიიღო. 1 და 3 მაისსკი აშშ- პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ასევე განააცხადეს, რომ COVID 19 არის ხელოვნური, და არა ბუნებრივი წარმოშობის, და იგი შეიქმნა უჰანის ინსტიტუტის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში.

- მე ჩემი ნათქვამი უკან არ მიმაქვს! დიახ, ისეთი სისაძაგლე, როგორიც კორონავირუსია, იქმნება ბიოლოგიურ ლაბორატორიებში და გამოიყენება სამხედრო-პოლიტიკური მიზნებისათვის. უჰანის ლაბორატორია დავასახელე, როგორც უფრო მეტად სავარაუდო ვერსია, თუმცა მე სხვებიც ჩამოვთვალე. სხვათა შორის, მე ასევე აღვნიშნე საინტერესო ფაქტიც, რომ ამერიკელი სპეციალისტები ამ ლაბორატორიაში ჩინელებთან ერთად მუშაობდნენ და უცნობია, როგორ მოხვდა ვირუსი პირველად - ინსტიტუტის კედლების მიღმა, შემდეგ კი აშშ-ში ...

   რაც შეეხება საქართველოს, აქ ამერიკელებმა საგანგებოდ არ დაუშვეს კორონავირუსის პანდემია, რათა ამაში ლუგარის ლაბორატორია არ დაედანაშაულებინათ! ლაბორატორიის საქმიანობა ხომ დღესაც საიდუმლოებით არის მოცული, როგორც ლაბორატორიის შენობის თავზე ცისარტყელის ყველა ფერის კვამლი, პერიოდულად რომ აშინებს ალექსეევკისა და ვარკეთილის მცხოვრებლებს! და იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს კვამლი გავაქროთ, აუცილებელია, პირველ რიგში, ვაღიაროთ, რომ ლუგარის ლაბორატორიას ჰყავს პოლიტიკური, და არა პროფილური ხელმძღვანელობა - გამყრელიძე და იმნაძე, უბრალოდ, “ზამპოლიტები“ არიან, ოღონდ - ამერიკელების, და არ რუსი „ზამპოლიტები“!

მეორეც, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ლუგარის ბიოლაბორატორია, რეფერენს ლაბორატორია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრი - ეს ყველაფერი არის შირმა, რომლითაც სპეციალურად გვაბრიყვებენ! საჭიროა მკაფიო პასუხი - რამდენი ლაბორატორია მუშაობს ალექსეევში ერთ ჭერქვეშ, უწინდებურად არის თუ არა მათ შორის აშშ-ის სახმელეთო ჯარების ლაბორატორია, რატომ აქვს ამ ლაბორატორიებს დაცვის განსხვავებული დონე და რას საქმიანობენ ისინი. მორჩა! დასრულდება ყველა ინსინუაცია და ქალბატონ ზახაროვის მოუწევს ბოდიშის მოხდა და "კალინკას" ცეკვა!

არსებობს მეორე ვარიანტიც - ნუ გააკეთებენ ამას - განაცხადონ, რომ ეს არის სრულიად საიდუმლო ინფორმაცია და განსაკუთრებით აბეზრები შორს გააგზავნონ... არა, აწ გარდაცვლილ ლუგართან არა, არამედ მის ცოცხალ მეგობართან - სააკაშვილთან, რომელმაც ყველაფერი იცის მის მიერ აშენებული ლაბორატორიის შესახებ!