სამართალი
ქუთაისის ცხელების ცენტრში აფხაზეთიდან შეყვანილი 32 წლის ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში აფხაზეთიდან კატასტროფის ჯგუფის მიერ შეყვანილი 32 წლის ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

კლინიკის დირექტორის მამუკა მიქაძის ინფორმაციით, 30 კვირის ორსული კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. პაციენტს გადაუდებელი აუცილებლობის გამო, ნაადრევი საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

მისივე თქმით, ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ახალშობილი ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში ამ ეტაპზე ხუთი საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.