უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი, მთლიანობაში ახერხებს გაუმკლავდეს კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპს, თუმცა პანდემიის პიკი ჯერ კიდევ წინაა

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. რუსეთი, მთლიანობაში ახერხებს გაუმკლავდეს კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპს, თუმცა პანდემიის პიკი ჯერ კიდევ წინაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ექსპერტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„დასკვნები აჩვენებს, რომ მთლიანობაში ჩვენ კორონავირუსთან ბრძოლის პირველ ეტაპს ვუმკლავდებით, რაც მის შენელებას გულისხმობს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვამშვიდებდეს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პიკი ჯერ კიდევ წინ არის“,-აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, რუსეთში, საერთო ჯამში კორონავირუსის 77000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 405 ადამიანი ემსხვერპლა.

interpressnews.ge