უცხოეთი
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 86 306-მდე გაიზარდა, ვირუსისგან განკურნებულია 12 000-მდე პაციენტი

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ევროპის 5 ქვეყნისა და აშშ-ის შემდეგ, კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული ახლა უკვე თურქეთშია. თურქეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 86 306-მდე გაიზარდა. ამ მონაცემით ქვეყანამ ჩინეთსაც გადააჭარბა, სადაც ეპიდემია თავდაპირველად დაიწყო.

თურქეთი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, აშშ-ის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

თურქეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს 2 017 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან 12 000-მდე ადამიანი განიკურნა. თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 10 მარტს დაფიქსირდა.

interpressnews.ge