პოლიტიკა
საქინფორმი ურჩევს აშშ-ის ელჩს, საქართველოში სამართალწარმოების მიუკერძოებლობაზე შფოთვის ნაცვლად, ამერიკის ბედით შეწუხდეს

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. საქინფორმის რედაქცია მკითხველთა კითხვებს პასუხობს.

”NEWS FRONT- ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა გამოთქვა სკანდალური ვერსია, რომ” COVID-19 და AIDS ერთსა და იმავე სამხედრო ბიოლოგიურ ლაბორატორიებში შექმნილ საიდუმლო ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენს მოწინააღმდეგე ქვეყნის მოსახლეობის, ადამიანის იმუნიტეტისა და არმიის განადგურების მიზნით. ” დავუშვათ, ასეა, მაგრამ რა საჭირო იყო კორონავირუსის შექმნა, როცა შიდსი უკვე არსებობდა?”

საქინფორმი: ”ერთჯერადი შპრიცებსა და პრეზერვატივის გამოყენებით სექსზე გადასვლის შემდეგ შიდსი, რომელიც გადადის სისხლითა და სქესობრივი გზით, მოძველდა. თანაც, დასავლეთს არ მოსწონდა, რომ შიდსი ყველაზე მეტად ანადგურებდა პროდასავლურ ელექტორატს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში - ჰომოსექსუალებსა და ნარკომანებს, ე.წ. უმცირესობებს, რომელთა უფლებების დაცვა მთელი დასავლური იდეოლოგიის ქვაკუთხედია. საჭირო გახდა ახალი ვირუსი გადაცემის სხვაგვარი საშუალებით, რომლის შეჩერება ვაქცინის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ გამოიგონეს SARS-CoV-2 ჰაერწვეთოვანი გადაცემის გზით”.

”ოქრუაშვილის პატიმრობის დრო და გარემოებები შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური ჩარევისა და მართლმსაჯულების შერჩევით გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს ჰფენს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხი, რომლის გარშემოც შეშფოთების გაფანტვას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ხელმომწერებ მხარეებს, სრულად შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება”, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლითაც გამარჯვებული საქართველოს პარტიის ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თბილისში 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს არეულობებში მონაწილეობისთვის (ე.წ. "გავრილოვის ღამე - საქინფორმი").

ნუთუ აშშ–ში, სადაც ვერ აჩერებენ კორონავირუსს, რომელმაც ათობით ათასი ამერიკელი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დღეს ასე ძალიან აწუხებთ პრეზიდენტ სააკაშვილის დროის ყოფილი მაღალჩინოსნის ბედი?

საქინფორმი: ”ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს არის საქართველოში აშშ–ის ახალი ელჩის კელი დეგნანის კიდევ ერთი თვითშემოქმედება, რისი გადამოწმებაც ძალიან იოლია. დაე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კითხვით მიმართოს ვაშინგტონს - იციან თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციასადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში (რაც ერთი და იგივე არ არის!) რომ მათი დიპლომატი "შეწუხებული და შეშფოთებულია" პროვინციელი ქართველი კრიმინალის ბედით და მის გამო არ სცხვენია დამოუკიდებელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის - უხეში ზეწოლის მოხდენის ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს "წმინდათა წმინდაზე" - სასამართლო სისტემაზე?! ამის ნაცვლად რატომ არ შფოთავს კელი დგანანი მისი მშობლიური ამერიკის ბედზე?!

დაუკვირდით, დღე არ გადის ისე, რომ აშშ-ის ელჩმა არ გააკეთოს  საქართველოსთვის დამამცირებელი განცხადება: იგი ხან ”ამაყობს, რომ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან ერთად, საქართველოს აქვს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების (CBRN) ჯგუფები, გადამზადებული და სრულად აღჭურვილი აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ; ხანაც აცხადებს, რომ ”მრავალი წლის განმავლობაში, აშშ-მა 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოახდინა საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაში, მისი გამჭვირვალობის, ეფექტიანობისა და მისდამი ნდობის ასამაღლებლად, ამიტომ დღეს აშშ-ს სურს დაინახოს კანონის უზენაესობის განმტკიცება და თუ ვერ დაინახავს, არც ინვესტიციებს განახორციელებს“, ხანაც მიესალმება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, რომელმაც აშშ-ის თავდაცვის რისკების შემცირების სააგენტოსთან თანამშრომლობის წყალობით, გაარემონტა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა 9 სასაზღვრო პუნქტი”.