საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 50 პაციენტი

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 218 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 50 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.