პოლიტიკა
საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს სრულად მიიღებს მომსახურებას - გიორგი გახარია

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უწევს თავის მოქალაქეებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები.

მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ ვიმყოფებოდით ზუგდიდიში, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო უწევს თავის მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, ეს გუშინაც დავაფიქსირეთ. სწორედ ამიტომ გახლდით რუხში, რომ ეს საავადმყოფო და მისი მზაობა გვენახა. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები. ეს ჩვენთვის სულ ერთია და, რა თქმა უნდა, იქ, სადაც გვექნება შესაძლებლობა და ამის საშუალება, ჩვენ მივეხმარებით ყველას როგორც სამედიცინო სერვისებით, ასევე ყველა იმ საშუალებით, რომელსაც დღეს სახელმწიფო, საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს“,- განაცხადა გახარიამ.