პოლიტიკა
ხიდირბეგიშვილი: საქართველოსა და რუსეთში სიტყვები „მამა“ და „დედა“ ასოების ერთობლიობა კი არა, რწმენის და ღირსების საკითხია (SPUTNIK)

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა ცნებების - "მშობელი 1" და "მშობელი 2" შემოღებაზე "მამის" და "დედის" ნაცვლად. რუსეთისა და საქართველოსთვის ეს როგორც რწმენის, ასევე ღირსების საკითხი. ამაში დარწმუნებულია ქართველი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

საკითხი, რომ ნომერ პირველი მშობელი”და ” ნომერი ორი მშობელი”არ უნდა იყოს არც რუსეთში და არც საქართველოში და არცერთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ჩემი აზრით, არ მოითხოვს დამატებით კომენტარებსა და ინტერპრეტაციას, რადგან სახელმწიფო რელიგია როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში მართლმადიდებლობა წარმოადგენს, ხოლო მართლმადიდებლობა კრძალავს ერთსქესიან ქორწინებას. დარწმუნებული ვარ, რომ სანამ პუტინი პრეზიდენტი, და ასევე რუსეთში ნებისმიერი პრეზიდენტის მმართველობის დროს, 10, 20, 30 ან 100 წლის შემდეგაც ეს არასდროს მოხდება!

რაც შეეხება საქართველოს, რა "ევროატლანტიკური ინტეგრაცია" არ უნდა იდგეს დღის წესრიგში, როგორი უალტერნატივოც არ უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის "ვექტორი", ცვლილებების შეტანა დასავლეთისგან ტაში დასამსახურებლად, ძალზე დაბალი დონე და ამაზრზენია. იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოს კურსი, როგორც კონსტიტუციაშია ჩაწერილი, უალტერნატივოდ ევროატლანტიკური (ეს არის ნატოსა და ევროკავშირისკენ მისწრაფება), იმავე კონსტიტუციაში არიბაშვილის პრემიერობისას გაკეთდა ჩანაწერი, რომ ოჯახი და ქორწინება ეს არის კაცისა და ქალის კავშირი. ანუ, ჰეტეროსექსუალური ქორწინება და არანაირი კითხვათსხვაობა აქ არ შეიძლება იყოს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებაზე, ჩემი ზუსტი ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან განსაკუთრებით დაახლოებული პირები, ძლიერ ზეწოლას ახორციელებენ და მინიშნებენ, რომ ადრე თუ გვიან, ამასთან შეგუება და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მოგვიწევს...

მაგრამ სანამ ცოცხალი არიან ნამდვილი ქართველები, სანამ საქართველოში არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია, სრულიად გამორიცხულია, რომ საქართველოში მსგავსი ცვლილებები განხორციელდეს! ეს არის ერთ-ერთი იმ მომენტებიდან, რაც საქართველოსა და რუსეთს ერთმანეთს აახლოებს, სწორედ ასეთ მომენტებ უნდა დაეყრდნოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენისას, და არა იმ საკითხების წამოჭრას, რომლებიც გვაშორებს და სადაც ე.წ. წითელი ხაზები გადის”, - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა SPUTNIK–თან ინტერვიუში.