უცხოეთი
ყარაბაღი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რომ შევიდა, ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობაზე! — ილჰამ ალიევი

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტს თუ სურს, ჩავუღრმავდეთ ისტორიას, მაშინ შემიძლია მას შევახსენო, რომ სომხეთის მეფე ტიგრან დიდის დროს სამხრეთ კავკასიაში ასეთი ქვეყანა – აზერბაიჯანი არ არსებობდა, – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე გააკეთა.

სომხეთის პრემიერის ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის, რაც ისტორიული ფაქტია.

დებატებისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემა სტალინის პირადი ინიციატივა იყო.

„ვთხოვდი პრეზიდენტ ალიევს, ასე ძალიან არ ჩაღრმავებოდა ისტორიას, რადგან, როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, სამხრეთ კავკასიაში და მთელ მსოფლიოში ასეთი ქვეყანა – აზერბაიჯანი არ არსებობდა. ასე რომ, არ მგონია, მართებული იყოს ისტორიაში ასე ღრმად ჩახედვა, რადგანაც მე უფრო შორსაც შემიძლია წასვლა და დაწყება. მაგალითად, ქრისტეს შობამდე 400 წლიდან. მაგრამ არ გავაკეთებ ამას, არ მგონია სწორი“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „ისტორიულად აქ ცხოვრობდნენ სომხები, ქართველები, მაგრამ არა აზერბაიჯანელები“.

დებატების მსვლელობისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანის ნაწილი. „ეს არის ისტორიული სიმართლე და დაფუძნებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო ნორმებზე. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ და მთიანი ყარაბაღი ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებული ნაწილია. ისტორიული თვალსაზრისით, 1805 წელს ყარაბაღის ხანმა, იბრაჰიმ ხანმა ხელშეკრულება გააფორმა რუსეთის იმპერიის გენერალ ციციანოვთან. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ყარაბაღი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობაზე“,განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევი - ყარაბაღი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რომ შევიდა, ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობაზე

ყარაბაღი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რომ შევიდა, ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობაზე, – ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე გააკეთა. დებატებში მონაწილეობდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

„მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანის ნაწილი. ეს არის ისტორიული სიმართლე და დაფუძნებულია საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმებზე. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ და მთიანი ყარაბაღი ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებული ნაწილია. ისტორიული თვალსაზრისით, 1805 წელს ყარაბაღის ხანმა, იბრაჰიმ ხანმა ხელშეკურლაბე გააფორმა რუსეთის იმპერიის გენერალ ციციანოვთან. ამ ხელშეკრულების მიხედვით, ყარაბაღი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ამ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობაზე. მოგვიანებით გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებში, აზერბაიჯანის დანარჩენი ნაწილი გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი. ასევე, დაღესტანი, სომხეთი და საქართველოც. ეს არის საკითხის ისტორიული ნაწილი“,აღნიშნა ალიევმა.

ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთმა დაიწყო აზერბაიჯანის წინაღმდეგ აგრესია.

დებატებისას მას უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინანმა და განაცხადა, რომ სომხეთის მეფე ტიგრან დიდის დროს სამხრეთ კავკასიაში ქვეყანა აზერბაიჯანი არ არსებობდა.

„ვთხოვდი პრეზიდენტ ალიევს, ასე ძალიან არ ჩაღრმავებოდა ისტორიას, რადგან, როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებები აწარმოებდა პომპეუსთან, სამხრეთ კავკასიაში და მთელ მსოფლიოში ასეთი ქვეყანა – აზერბაიჯანი არ არსებობდა. ასე რომ, არ მგონია, მართებული იყოს ისტორიაში ასე ღრმად ჩახედვა, რადგანაც მე უფრო შორსაც შემიძლია წასვლა და დაწყება მაგალითად ქრისტეს შობამდე 400 წლიდან. მაგრამ არ გავაკეთებ ამას, არ მგონია სწორი“,განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

1tv.ge