საზოგადოება
როგორ მივიღოთ განათლება რუსეთში უფასოდ? შესაძლებლობები ქართველი ახალგაზრდებისთვის

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. წელს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბიუჯეტო ფაკულტეტებზე ქართველი ახალგაზრდებისთვის სასწავლებლად 120-130 ადგილი გამოიყო, - ნიკოლაი სვენტიცკის თქმით, ქართველი სტუდენტებისთვის ეს უნიკალური შანსია უფასოდ მიიღონ ხარისხიანი განათლება.

დღეს უმაღლესი განათლების მიღება ძალიან ძვირია. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებია, რომლებსაამ შემთხვევაში იხდის რუსეთის ბიუჯეტრუსი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე, რათა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განათლება მიიღონ. ამ პროგრამიუამრავი ქვეყანა მუშაობს, მსოფლიოს რუქაზე აღნიშნული თითქმის ყველა ქვეყანა. საქართველოსაც, ტრადიციულად, ადგილებიგარკვეული კვოტა გამოეყოფა“, - თქვა სვენტიცკიმ.

ყოველწლიურად, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოში ახორციელებს მოქალაქეთა საკონკურსო შერჩევას რუსეთის უნივერსიტეტებში მისაღებად. სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტთა სასწავლო პროგრამა რუსეთში 15 წელია მოქმედებს. მთელი ამ წლების განმავლობაში, ყოველწლიურად, მარტო საქართველოდან რუსეთში სასწავლებლად 120 სტუდენტი მიემგზავრება.