საზოგადოება
მეუფე იოანე ჟურნალისტებს - მაინტერესებს, რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით მეუფე იოანე გამრეკელი მორიგ განცხადებას აკეთებს.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი დაინტერესდა, ჟურნალისტები რატომ არ მიმართავენ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით.

მეუფე აცხადებს, რომ სინოდმა უკვე მიმართა პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს მიმართვა ძალაში რჩება.

მაინტერესებს, თქვენ, ჟურნალისტები, რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით? ჩვენ არ მოგვითხოვია მისი დაკავება და ხომ მივმართეთ ერთხელ. პრეზიდენტის განცხადება მოისმინეთ? არის მიღებული რეგულაციები და ვალდებულია, დაიცვას რეგულაციები და როცა დადგება ჟამი, როცა მას შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას. მე არ ვისურვებ არავის ციხეში ყოფნას“,- აღნიშნა მეუფემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.