აქტუალური
საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას დამატებით დინამიკას შესძენს - პრემიერი გახარია

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. გიორგი გახარიამ შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს ფიცის დადება მიულოცა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას დამატებით დინამიკას შესძენს.

მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისა და საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობისთვის კიდევ უფრო მეტი დინამიკურობის შესაძენად“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. კელი დეგნანის ფიცის დადების ცერემონიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი დაესწრო.