საზოგადოება
მადლობა ოს მოსახლეობას, რომლებიც ჩემ გამო შეწუხდნენ და ბოდიში მათ, რომ ჩემ გამო შეაწუხეს - ვაჟა გაფრინდაშვილი

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. მადლობა ოს მოსახლეობას, რომლებიც ჩემ გამო შეწუხდნენ და ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, რომ ჩემ გამო შეაწუხეს, – ამის შესახებ ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საბოლოო სიტყვაში იქაც ვთქვი და შესაძლოა, ოსურ და რუსულენოვან გაზეთებში გავრცელდეს, თითქოს სასამართლოზე მოვინანიე დანაშაული. მინდა გითხრათ, რომ იქ დუმილის უფლებას ვიყენებდი. საბოლოო სიტყვაში არ შემეძლო არ აღმენიშნა ოსი მოსახლეობისადმი ჩემი მადლიერება, რადგან თვე-ნახევარი ვიყავი ამ ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე. არასწორი გზა ავირჩიე თავიდანვე, მხოლოდ პურს და კვერცხს ვიღებდი, სხვა იქაური საჭმელი მე არ მიჭამია. იყო გზავნილები ადგილობრივი მოსახლეობის. მადლობა ოს მოსახლეობას, რომლებიც ჩემ გამო შეწუხდნენ და ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, რომ ჩემ გამო შეაწუხეს“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენცია გუშინ გამართა, სადაც მისი დაკავებისა და გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.