უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - მე მჯერა რუსეთთან დიალოგის - თუ სწორი კონტექსტი იქნება, მზად ვარ პუტინთან შეხვედრისთვის

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, მას სურვილი აქვს პირადად შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რათა განიხილოს ის სირთულეები, რომელიც მოსკოვსა და ალიანსს შორის არსებობს.

„მე მჯერა რუსეთთან დიალოგის. თუ სწორი კონტექსტი იქნება, მზად ვარ შეხვედრისთვის“,-განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობები უნდა დამყარდეს.

„რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია და ასეც დარჩება. ჩვენ უნდა ვეცადოთ უკეთესი ურთიერთობები დავამყაროთ მასთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

interpressnews.ge