აქტუალური
მომავალ წელს ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია მოხდება - ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტრო 2020 წელს ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს რეაბილიტაციას გეგმავს. საუბარია 250-მდე ობიექტზე.

როგორც 100 დღის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და სამინისტრო ამ მიმართულებით პირობების გაუმჯობესებას გეგმავს.

2019 წელთან შედარებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის ოთხჯერ მეტს – 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ და ეს თვისებრივად გააუმჯობესებს და ნატო- წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ჩვენი ჯარის ინფრასტრუქტურას. ჩვენი ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებში თანამედროვე საცხოვრებელ პირობებში იმსახურებენ ცხოვრებასა და მუშაობას. 2020 წელს მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დახლოებით 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, უწყება იზრუნებს ჯარისკაცებისთვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რაც მათთვის ვარჯიშისა და დასვენების ახალ შესაძლებლობას შექმნის.

ასევე, მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ მოვაწესრიგებთ სამხედრო ბაზების ფუნქციონირებისთვის ძალზედ მნიშვნელოვან შიდა ინფრასტრუქტურას, რაც წლების განმავლობაში იყო მოუგვარებელი პრობლემა და გამოწვევად რჩებოდა“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.