უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის პარლამენტმა შესაძლოა, მიიღოს კანონი ამერიკაში ინდიელების გენოციდის შესახებ

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთის პარლამენტს შეუძლია მიიღოს კანონი ამერიკის კოლონიზაციის დროს განხორციელებული ინდიელების გენოციდის შესახებ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, მსგავსი ნაბიჯი საპასუხო ზომა იქნებოდა აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაზე, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურად სომეხი პირების მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს.

მანამდე რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვაშინგტონს ინჯირლიკსა და კიურეჯიკში ​ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვით დაემუქრა.

1tv.ge