საზოგადოება
რუსული ენის კურსები თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამან ახლა ოპოზიციის უკმაყოფილება - მარია ზახაროვა

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ვთვლი, რომ კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები, მითუმეტეს, რომელებიც ვითარდება მკვეთრად ადამიანის უფლებრივ ნაწილში, არ შეიძლება მოექცეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხედვების ტყვეობაში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ქართველ ჟურნალისტებს ვიდეოხიდით განუცხადა, რომელიც მოსკოვი-თბილისი-კიშინიოვსა და მინსკს შორის გაიმართა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალური განმარტებები გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.

საერთოდ, საუბარი ეხება რუსული ენის კურსებს, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს, ვიმეორებ: ეს კურსები 2014 წლიდან ფუნქციონირებს და გაუგებარია, რატომ გამოიწვია ამ ამბავმა სწორედ ახლა გარკვეული ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება და რეაქციები. ვნახე საინფორმაციო პლატფორმებზე ღონისძიებაც ჩატარდა სახელწოდებით, თითქოს ეს არის ახალი საოკუპაციო ბაზა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა ვთქვა, ეს კითხვები ჩვენთან არ უნდა იყოს, ეს არის რუსული ენის კურსი, რომელიც 2014 წლიდან არსებობს და კარგი იქნებოდა პირველწყაროდან მიგეღოთ მეტი ინფორმაცია. თუმცა ვთვლი, რომ ასეთი კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები, მითუმეტეს, რომლებიც ვითარდება მკვეთრად ადამიანის უფლებრივ ნაწილში, არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხედვების ტყვეობაში მოექცეს“, - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის: ნოემბერში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი გაიხსნება. მან იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის გახსნა ინციდენტის გარეშე ჩაივლის.