უცხოეთი
ვლადიმერ ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე - მე სწრაფი ადამიანი ვარ, ვფიქრობდი „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, „ჰოპ, ჰოპ“ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ ასე არ მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძნელია მოლაპარაკება, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც რაღაცაზე შევთანხმდით ზოგიერთ საკითხში. ის დეტალურად განიხილავს ყველა საკითხს და ჩვენ გვიწევს ყველა სიტყვის რეგულირება. ესეც რთულია. მე უფრო სწრაფი ადამიანი ვარ. ვფიქრობდი, ჰოპ, ჰოპ და მოვილაპარაკებთ, მაგრამ არა. სხვაგვარად მოხდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რადგან „ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი გაყინული არ არის“.

„ბევრი საკითხი წამოიჭრა. ჩემმა კოლეგებმა მითხრეს, რომ პირველი შეხვედრისთვის ძალიან კარგი რეზულტატი გვქონდა. ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ეს ცოტაა. მეტად მინდოდა პრობლემის გადაჭრა. მთავარია, რომ ვისაუბრეთ, რადგან თუ ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტი გაყინული არ არის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის პირისპირ შეხვედრა შედგა.

interpressnews.ge