საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპაციისა და ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობის ფონზე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბარი ნაადრევია

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპაციისა და ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობის ფონზე თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე საუბარი ნაადრევია.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, არის ისტორიული მომენტები, როდესაც უნდა მოხდეს ასეთი ცენტრების გახსნა.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ საქართველო ყოველთვის იყო კულტურულად უაღრესად ღია და შემწყნარებელი ქვეყანა, თუნდაც ყველაზე მძიმე პერიოდში სხვადასხვა შემოტევის დროს. ასე რომ, ეს არის ის ქართული ტრადიცია, რომელიც არსებობს და რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. არის ისტორიული მომენტები, როცა ასეთი შემწყნარებლობისა და ასეთი ცენტრების გახსნის დროა და იმედი მაქვს, ასეთი დრო მალე მოვა. მაგრამ ჯერ არის ოკუპაცია, ჯერ არის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი და მე მგონია, ყველაფერს აქვს თავისი დრო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.