საზოგადოება
აქცია რუსული კულტურული ცენტრის გახსნის წინააღმდეგ თბილისში, კოლაბორაციონისტებისთვის რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის მოთხოვნით

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ორშაბათს, 9 დეკემბერს, 11 საათზე თავისუფლების ინსტიტუტი” პარლამენტის წინ, თავისუფლების კარავში, პრესკონფერენციას გამართავს.

შეხვედრა შეეხება რუსული კულტურის ცენტრის გახსნას, გახსნის მიზანს, საფრთხეებს, მის წინააღმდეგ პეტიციას, შეგროვებულ ხელმოწერებსა და სხვა ჯგუფებთან (მათ შორის პარტიებთან) თანამშრომლობის გეგმებს.

პრესკონფერენციის დროს დაანონსდება ახალი ინიციატივა კოლაბორაციონიზმთან ბრძოლის შესახებ. ინიციატივა გულისხმობს მტრულ სახელმწიფოსთან უნებართვო მოლაპარაკებების აკრძალვას.