უცხოეთი
პოლონეთის პრემიერი - რუსეთი აგრესიულია - ევროპა ვერ დახუჭავს თვალს იმაზე, რაც უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში მოხდა

 საქართველო,13 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპა ვერ დახუჭავს თვალს იმაზე, რაც უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში მოხდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავეცკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მივესალმებით რუსეთთან მშვიდობიან და დემოკრატიულ თანამშრომლობას, თუმცა რუსეთი არ არის მშვიდობის მოსურნე და აგრესიულია. ევროპა ვერ დახუჭავს თვალს იმაზე, რაც უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში მოხდა“,-განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

interpressnews.ge