პუბლიკაციები
პენტაგონის ბიობაქტერიოლოგიური საქმიანობა - საფრთხე მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ევრაზიაში

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. გთავაზობთ ინტერნეტჟურნალ “სამხედრო-პოლიტიკური ანალიტიკის” მიერ გამოქვეყნებულ მასალას საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში მოქმედ ბიოლოგიურ ლაბორატორიებზე, რომლებიც, სპეციალისტის მტკიცებით, საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნებისა და, საერთოდ, ევრაზიის მოსახლეობას (მასალა იბეჭდება შემოკლებით).

“აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა პოსტსაბჭოთა და, საერთოდ, “დიდი ევრაზიის” სივრცეში, როგორც საერთაშორისო სამართლის მოქმედი სისტემის ნგრევის მნიშვნელოვანი ფაქტორი, საკმაო ხანია, იპყრობს სპეციალისტებისა და საზოგადოებრიობის ფართო წრეების ყურადღებას. “ბიოლოგიური ომის” ისტორიული კონტექსტის გაგების გარეშე შეუძლებელია მისი აქტუალური ფორმებისა და მეთოდების, აგრეთვე, ნეგატიური შედეგების სრულად გაცნობიერება. მაგალითად, კორეის ომის პერიოდში აშშ-ის თანამშრომლობის შესახებ იაპონელ სამხედრო დამნაშავეებთან - “რაზმ 731”-თან ოფიციალურად იქნა აღიარებული 1999 წელს, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტაცია დღესაც კი, 20 წლის შემდეგ, გამოქვეყნებული არ არის. ამერიკის არმიის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამები “სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის” მყარ საფუძველზეა ბაზირებული და ორგანულად ერწყმის გეოპოლიტიკური სიმძლავრისა და ეკონომიკური ექსპანსიის პროექციას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სტრუქტურებთან მჭიდროდ დაკავშირებული “კერძო მოიჯარეების” ინტერესების გათვალისწინებით.

მაგალითად, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ჩუმი მხარდაჭერით, ტერორისტულ ქსელთან დაკავშირებულმა “ბოევიკებმა” 1971 წელს კუბაზე შეიტანეს აფრიკული ჭირის ვირუსი, რომლის გამოც კუბელები იძულებულნი იყვნენ, მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში დაეხოცათ 500 ათასი ინფიცირებული ცხოველი.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აფრიკის ქვეყნებში 2013 წელს გავრცელებული ებოლას ვირუსის ეპიდემია ახალი ბიოლოგიური იარაღის გამოცდაზე მიუთითებს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული კვლევების პროექტების სააგენტოს (DAღPA) მხარდაჭერით გენმოდიფიცირებული ვირუსების გავრცელების პროგრამები შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ბიოლოგიური აგენტების შექმნისა და მათი მტრული მიზნებით გადატანის საშუალება.

“ტერორისტებისა და დაჯგუფებების ხელში ბიოაგენტების ჩავარდნის რისკის ზრდასთან ერთად შეიარაღების კონტროლისა და იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ უნივერსალური და საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და მექანიზმების მოსპობის ტენდენციას”, _ აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა II საერთაშორისო კონფერენციაზე “ბიოლოგიური უსაფრთხოების გლობალური მუქარები: პრობლებები და გადაწყვეტები”. რიაბკოვის თქმით, ვაშინგტონი მიზანმიმართულად მისდევს მოქმედი საერთაშორისო-სამართლებრივი სისტემის ნგრევის ხაზს ამ მგრძნობიარე სფეროში. დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ: “აშშ-ის სამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობით ნაციონალური ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ხორციელდება აქტიური სამედიცინო-ბიოლოგიური მოღვაწეობა, რომელიც იწვევს შეშფოთებას და აჩენს კითხვებს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შესახებ კონვენციის ჩარჩოებში. უცნაურად, უფრო მეტიც, სულელურად გამოიყურება ჩვენი ამერიკელი კოლეგების მცდელობები, დაბლოკონ მოლაპარაკებების განხილვა ვერიფიკაციის მექანიზმზე, ამასთანავე, მოიპოვონ ცალმხრივი წვდომა მათთვის საინტერესო უცხოურ მიკრობიოლოგიურ ობიექტებზე, რომელთა შესახებაც რეგულარულად ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც, ჩვენი შეფასებით, არ შეესაბამება სინამდვილეს”.

პენტაგონის სამხედრო-ბიოლოგიური ინფრასტრუქტურის განუხრელი გაფართოება, რომელმაც 25 ქვეყანა მოიცვა, მისი სულ უფრო მიახლოება რუსეთის, აგრეთვე, ირანისა და ჩინეთის საზღვრებთან, სრულიად აქარწყლებს პროპაგანდისტულ მტკიცებას მიკრობიოლოგებისა და სამხრეებიანი ექიმების გასაიდუმლოებული მუშაობის “ჰუმანიტარულ მიმართულებაზე” განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან.

2015 წლის ოქტომბერში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა აღნიშნა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რაოდენობამ ლაბორატორიებისა, რომლებსაც აშშ მართავს, 20-ჯერ მოიმატა. ამასთანავე, სამხედრო მიმართულების ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯება. პენტაგონისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების (ისეთის, როგორიც არის სააგენტო DთღA) მხრიდან უცხოური რეფერენს-ლაბორატორიების მუშაობის მხარდაჭერისა და დაფინანსების ფაქტი წარმოადგენს საფუძველს იმისა, რომ გაჩნდეს ეჭვი 1971 წლის კონვენციით გათვალისწინებული მთავარი აკრძალვის დარღვევის თაობაზე. კერძოდ, სამხედრო მიზნებით მუშაობის აკრძალვის. საუბარია ვალდებულებაზე არასდროს, არანაირ გარემოებაში არ შეიმუშაოს, დაამზადოს, გაავრცელოს, შეიძინოს და რამე ხერხით შეინახოს მიკრობიოლოგიური ან სხვა ბიოლოგიური აგენტები თუ ტოქსინები, როგორიც უნდა იყოს მათი წარმოშობა ან წარმოების მეთოდები (პუნქტი 1. მუხლი 1). ეს აკრძალვა ეხება მიკრობიოლოგიურ და სხვა ბიოლოგიურ აგენტებსა და ტოქსინებს, რომლებიც გათვალისწინებული არ არის პროფილაქტიკური, დაცვითი და სხვა სამშვიდობო მიზნებისთვის. ამას გარდა, აკრძალვა ეხება ასეთი აგენტებისთვის განკუთვნილ იარაღს, მოწყობილობას ან გადატანის საშუალებებს მტრული მიზნებით ან კონფლიქტებში გამოსაყენებლად (პ. 2, მ. 1) კონვენცია მოუწოდებს სახელმწიფოებს თანამშრომლობისკენ მხოლოდ სამშვიდობო მიზნებით.

მიუხედავად ამისა, 1980-იანი წლების ბოლოდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო დაზვერვის ცენტრმა აქტიურად დაიწყო ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში მიკრობიოლოგიური კვლევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი. ასეთი ქვეყნების სია კი 1991 წლის შემდეგ ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმაც შეავსეს.

ამერიკელებმა ფართოდ გაშალეს მუშაობა საქართველოსა და უკრაინაში. ამ ქვეყნების ელიტები ყველაზე შორს წავიდნენ “კოლექტიური დასავლეთის” სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების მომსახურების გზაზე.

საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, უბზეკეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში მოქმედ რეფერენს-ლაბორატორიების ქსელში ნათლად ჩანს უცხო ქვეყნის სამხედრო-ბიოლოგიური აქტივობის კვალი, ევოლუცია მისი საორგანიზაციო-სამართლებრივი მექანიზმებისა, მათ შორის, მიმიკრიისა ვითომ “სამოქალაქო ამოცანებზე”.

ლუგარის სახელობის ლაბორატორიის მუშაობა საქართველოში _ საფრთხე რეგიონისთვის

აშშ განაგრძობს ე.წ. რეფერალური სამედიცინო ლაბორატორიების ქსელის განვითარების პროგრამის რეალიზაციას პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველ რიგში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში. მიმდინარე წლის მაისში ამერიკელი დიპლომატიური მისიის მხარდაჭერით თბილისში, აშშ-ის დაავადებების კონტროლის სახელმწიფო ცენტრის მიერ ჩატარდა კომპლექსური წვრთნები ეპიდემიოლოგიის სფეროში სპეციალისტების მიზნობრივი მომზადების პროგრამის ჩარჩოებში. ღონისძიებაში მონაწილეობდა 130 პირი ზემოაღნიშნული სახელმწიფოებიდან. პროგრამის დეკლარირებული მიზანი იყო პირობების შექმნა სახიფათო დაავადებების კერებზე პრევენციული რეაგირებისა და მათი ლოკალიზაციისთვის. ე.წ. ტრენინგების მონაწილეთა უმრავლესობა იყო ნაციონალური ჯანდაცვის ან სოფლის მეურნეობის სამინისტროების თანამშრომელი, აგრეთვე, ადგილობრივი ბიოლაბორატორიის წარმომადგენელი.

საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია (ლუგარის ლაბორატორია, ალექსეევკის დასახლება) 2011 წლიდან მოქმედებს. მის ბაზაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინტერესების გათვალისწინებით ხდება სახიფათო ვირუსებისა და ბაქტერიების ადამიანზე, აგრეთვე, კავკასიის რეგიონისთვის ტიპურ მცენარეებსა და ცხოველებზე ზემოქმედების ბიოექსპერიმენტების პროგრამის რეალიზება.

ეს ლაბორატორიული კომპლექსი უკვე ოფიციალურად არის შეყვანილი ინფექციური დაავადებების გლობალური კონტროლის ამერიკული სამხედრო სისტემის (Dად Gლობალ Eმერგინგ ინფეცტიონს შურვეილლანცე ანდ ღესპონსე შყსტემ - GEIშ) შემადგენლობაში და სააგენტო DთღA-ს პროექტის ნაწილს წარმოადგენს. ცენტრი მდებარეობს თბილისიდან 15 კმ-ის დაშორებით _ ალექსეევკაში. ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საერთო ფართობი 8 ათასი კვ.მ-ია, მათგან 2,5 ათასი უკავია ბიოლოგიური უსაფრთხოების მესამე დონის (BშL-3) ორ ლაბორატორიას, რომლებშიც მიმდინარეობს ადამიანისა და ცხოველების ინფექციების გამომწვევების კვლევა და დიაგნოსტიკა. ეს ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებით, აქვს საკვების წარმოების საკუთარი გარემო, ვივარიუმი პატარა და საშუალო ცხოველებისა და პრიმატებისთვის. კომპლექსს შეუძლია გაუძლოს 9-ბალიან მიწისძვრას. სისტემა GEIშ-ში შემავალი ობიექტების საერთო ამოცანების შესაბამისად, ლუგარის ლაბორატორიამ უნდა უზრუნველყოს პათოგენური მიკროორგანიზმების კოლექციის საიმედოდ შენახვა, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების მონიტორინგი, სამხედრო-სამედიცინო დაზვერვის წარმოება საქართველოში და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე, ინფექციური დაავადებების გამომწვევების ექსპრეს-დიაგნოსტიკა და მათ გავრცელებაზე რეაგირება.

აშშ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ კომპლექსს და ცდილობს, რომ ის მსოფლიოში აღიარონ, როგორც მნიშვნელოვანი სამეცნიერო ორგანიზაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში და შექმნის იქ პირობები პენტაგონის ინტერესებისთვის დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, ასეთი საქმიანობის საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად. ამ მიზნით გააქტიურებულია ურთიერთქმედება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. მაგალითად, გამოცხადებულია აკრედიტაციას 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორიისა, რომლებშიც მუშაობენ გამომწვევებზე ისეთი დავადებებისა, როგორიც არის პოლიომიელიტი, გრიპი, წითელა, წითურა და სხვ.

2014 წლის ივნისიდან “ლუგარის ლაბორატორია” ქართულ მხარეს გადაეცა. აშშ კი ქართველ სპეციალისტებს წვრთნის, გამოყოფს გრანტებს საქართველოში ბიოლოგიური და საექსპედიციო კვლევების ჩასატარებლად (მაგალითად, შესადგენად რუკისა, როგორ ვრცელდება ტულარემია, ციმბირის წყლული). საგრანტო პროგრამაში ქართველი მეცნიერების პარტნიორები არიან აშშ-ის დიდი სამხედრო-ბიოლოგიური დაწესებულებები, მაგალითად ისეთები, როგორიც არის UშAMღIID-ი, ჭღAIღ-ი და NMღჩ-ი.

ლუგარის ლაბორატორიის გარდა, ქართულ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სისტემაში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს 11 ლაბორატორია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 11 ლაბორატორია. მათ შორისაა სანეპიდზედამხედველობის სადგურები ბათუმში, გორში, გურჯაანში, დუშეთში, ქუთაისში, მარნეულში, ფოთში, რუსთავში და ზუგდიდის დასახლება ონარიაში. აშშ-ის ინტერესების დასაფარავად ამ ქსელის ობიექტები იურიდიულად საქართველოს ეკუთვნის, ხოლო სამუშაოების დიდ ნაწილს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ასრულებენ, ოღონდ გამოცდილი ამერიკელი ეპიდემიოლოგების ხელმძღვანელობით, რომელთა რაოდენობა 15-20-ს კაცს აღწევს. აღნიშნული კვლევითი ცენტრის მთავარ ამოცანებს წარმოადგენს: საყოველთაო კონტროლის დაწესება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საქართველოს მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებზე, აგრეთვე, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე; ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების ინფექციური დაავადებების გამომწვევი მაღალპათოგენური შტამებისა და ნიმუშების შეგროვება ადგილობრივი კერებიდან; ინფექციური პროცესების მიმდინარეობისა და რუსეთის მოქალაქეების იმუნიტეტის ჩამოყალიბების მექანიზმების შესწავლა; ინოვაციური პრეპარატების გამოცდა ეთნიკურად არაერთგვაროვან ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამას გარდა, “ლუგარის ლაბორატორიის” ამოცანა არის ცნობების მოპოვება რუსეთში, უწინარესად, ჩრდილოკავკასიის რეგიონსა და საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებში ბიოლოგიური უსაფრთხოების განვითარების დონეზე. მათ უნარზე, წინააღმდეგობა გაუწიონ ეპიდემიებისა და ბაქტეოლოგიურ შეტევებს.

მოპოვებული ინფორმაციისა და ბიონიმუშების ძირითადი მომხმარებლები არიან ისეთი ამერიკული სამხედრო ორგანიზაციები, როგორიც არის უოლტერ რიდის სახელობის ინფექციური დაავადებების სამედიცინო კვლევების ინსტიტუტი, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სამედიცინო ცენტრი და სხვ.

საქართველოსა და აშშ-ს შორის სამედიცინო-ბიოლოგიურ სფეროში თანამშრომლობა 1990-იანი წლების ბოლოდან განვითარდა. ქართველმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგების, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის კვლევითი ინსტიტუტიდან და უოლტერ რიდის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან ლაბორატორიის ბაზაზე ჩაატარეს ერთობლივი ექსპერიმენტი ფაგის (პარაზიტის) კოევოლუციის ძირითად მექანიზმებზე. ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ჩატარდა ცდები ჭირის, ციმბირის წყლულისა და ბრუცელოზის გამომწვევებზე.

ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა საშუალებას აძლევს ვაშინგტონს, გადაჭრას იმ ამოცანების ფართო სპექტრი, რაც რეგიონული უსაფრთხოებას ემუქრება. ამერიკელების განცხადებების მიუხედავად, რომ თითქოს ამ ბიოლოგიური ცენტრის დანიშნულება სამოქალაქოა, მკაფიოდ ჩანს მისი მუშაობის “ორმაგი მიმართულება”.

ამაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტორები:

1. ლუგარის ლაბორატორიის კომპლექსში შემავალი ყველა ობიექტი აღჭურვილია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანხებით შეძენილი ძვირად ღირებული ბიოტექნოლოგიური მოწყობილობებით. საქართველოში ლაბორატორიების მშენებლობა 150 მლნ დოლარი დაჯდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ობიექტებზე დახარჯულ თანხებს და მიუთითებს იმაზე, რა მნიშვნელობას ანიჭებს ვაშინგტონი მათ.

2. საქართველოში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური ინფრასტრუქტურის ობიექტი ინფექციური დაავადების გლობალური კონტროლის სისტემის ჩEIშ) ნაწილია. ჩEIშ-ის ჩარჩოებში წარმოებს ინფექციური დაავადებების გავრცელების შესახებ ინფორმაციისა და ბიონიმუშების მოპოვება და ანალიზი იმ რეგიონებში, რომლებიც აინტერესებს აშშ-ს. ამერიკული სამხედრო უწყება განსაზღვრავს კვლევების მიზნებსა და ამოცანებს და იღებს ჩატარებული სამუშაოების მასალებს.

3. ბიოლოგიური ცენტრი დახურულ რეჟიმში მუშაობს, ოფიციალურ ხელმძღვანელებად კი ინიშნებიან ვაშინგტონისადმი ლოიალურად განწყობილი პირები ან სპეცსამსახურების წარმომადგენლები. მაგალითად, ლუგარის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა ქართული დაზვერვის წარმომადგენელი ანა ჟვანია.

4. ლაბორატორიული კომპლექსის ტერიტორიაზე არის განსაკუთრებული რეჟიმის განყოფილებები, რომლებშიც შესვლაც მხოლოდ ამერიკელ სპეციალისტებს შეუძლიათ.

5. ლაბორატორიას აქვს დაცვის მაღალი და უმაღლესი დონე (BშL-3, BშL-4), რაც საშუალებას იძლევა, ჩატარდეს კვლევები განსაკუთრებით სახიფათო ინფექციებზე. მათ შორის, ყვავილზე, მარბერგის, ებოლას, ლასას, მაჩუპოსა და დენგეს ციებ-ცხელებებზე, აგრეთვე, ბიოლოგიური საფრთხის სხვა პოტენციურ აგენტებზე.

6. ამერიკელები თავიანთ სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში ამზადებენ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს აღნიშნული ლაბორატორიებისთვის ეპიდემიოლოგიის, ვირუსოლოგიის მოლეკულური ბიოლოგიის სფეროში.

ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს პერიოდულად გამოვლენილი ინფექციური დავადებების გამო, რომელთა გავრცელების წყაროც, ექსპერტთა აზრით, ბიოლოგიური იარაღის ნიმუშებია. ალექსეევკაში მცხოვრებთა პროტესტს კი საქართველოს ხელისუფლება არად აგდებს.

აღსანიშნავია, რომ ბიოლაბორატორიის თანამშრომლები პერიოდულად აპატენტებენ ბაქტერიოლოგიური ომის შემტევ და დივერსიულ საშუალებებს (უპოლოტო საფრენი აპარატები დასნებოვნებული მწერების ჰაერში გასაფანტავად, ქიმიური და ბიოლოგიური ნივთიერებების გასაფრქვევად და ა.შ.).

ქართველი და ევროპელი დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების ძალისხმევით, 2019 წლის დასაწყისში ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა ფართოდ გაშუქდა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში, შედეგად ოფიციალური თბილისი იძულებული იყო, კომენტარები გაეკეთებინა ამ საკითხზე. თუმცა, მაღალჩინოსნების განცხადებით, ამ ლაბორატორიის მუშაობა საფრთხეს არ ქმნის და ხორციელდება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. “პრობლემის” მოგვარებაში ჩაერთო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მზად არის, საერთაშორისო ექსპერტებისა და ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უმრავლესობა განყოფილებისა, იმ სათავსოების გამოკლებით, რომლებშიც საშიში ვირუსების შტამები ინახება.

თუმცა საქართველოს საგარეო უწყების პოზიცია პოზიციად დარჩა. როგორც ჩანს, მისი ძირითადი მიზანი საერთაშორისო რეზონანსის “ჩაქრობა” იყო, რაც, პრინციპში, შეძლო კიდეც. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ითხოვს საერთაშორისო კონტროლის დაწესებას ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობაზე, არის რუსეთი, მაგრამ ქართული მხარე სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობს ამ საკითხის განხილვაზე.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ