სამართალი
საქინფორმი: სალომე ზურაბიშვილი კიდევ 5 წელი არ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია!

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საქინფორმი”-მკითხველები ხშირად კითხულობენ - როგორ დასრულდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ დამნაშავეებთან დაკავშირებული საქქმე? და თუ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამაც ვერ აღმოაჩს მაში კორუფციული განზრახვა, დაუდევრობისდა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტები ხომ აშკარაა, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა შეწყალებას პატიმართა საქმეების შემოწმების გარეშე.

     საქინფორმი: ეს პირველი კაზუსი როდია, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი თითქმის ყოველდღე ხვდება. თუმცა მისი არაკომპეტენტურობის გამო, ზიანდება ხალხიცა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯიც. ამიტომ, მის მიმართ ნდობა შერყეულია და სრულიად გამორიცხულია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად დარჩეს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ანუ კიდევ 5 წელი. ამ შემთხვევაში მისთვის საუკეთესო გამოსავალია ნებაყოფლობით გადადგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურას წამოიწყებს პარლამენტი - მოქმედი, ან მომავალი მოწვევის, 2020 წლის არჩევნების შემდეგ.

   მაგრამ სალომეს დაბალ რეიტინგს თავისი მიზეზები აქვს და ეს არ არის პოლიტიკური გაუნათლებლობა. ქართველი წარმოშობის ფრანგი ქალი, იგი არასოდეს გათავისუფლდება კოლაბორაციონისტის კომპლექსისგან, რადგან ერთსა და იმავე დროს არის ვიშის კაპიტულანტური რეჟიმისდა ჟორდანიას მენშევიკური მთავრობის მემკვიდრე, ანუ ფრანგი და ქართველი წარმოშობის სამშობლოს მოღალატეებისა, რომლებსაც საფრანგეთის და საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო ფურცლები აქვთ ჩაწერილი! ამიტომაც წააგო პარიჟანკამ საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ქართველ ემიგრანტთა შორისაც! და როგორ "გაიმარჯვა" მან საქართველოში, ყველამ იცის ...