პოლიტიკა
ბაიდენი ქართველებს ისე ექცეოდა, როგორც შამანი - ველურ აბორიგენებს! - არნო ხიდირბეგიშვილი

    2009 წლის 24 ივლისს საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია აშშ-ის იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ლოჟაში მჯდომს "ბედნიერება მქონდა", თვალყური მედევნებინა მისი გამოსვლისთვის პარლამენტის დარბაზში. ბაიდენის მიმართვა ქართველი დეპუტატებისადმი პრაქტიკულად შედგებოდა ლოზუნგებისგან, როგორიცაა ”დიდი ამერიკა - დემოკრატიის ციტადელი! ქართველები უნდა ამაყობდნენ აშშ-თან მეგობრობით!”, რომლებსაც ის მიკროფონში ჩასძახოდა, ველური აბორიგენების ტომის წინ მდგომი შამანივით! მზად ვიყავი სირცხვილით მოვმკვდარიყავი ამ სამარცხვინო სცენის დანახვაზე, თუმცა ჩვენი გულაჩუყებული პარლამენტარები მოჭარბებული გრძნობებისგან ლამის იფსამდნენ! მახსოვს, როგორ უზიარებდა დარბაზიდან გამოსული პარლამენტის წევრი, გვარად "თარგამაძე" (მეტსახელად "ჰალსტუხიანი ხვლიკი") ჟურნალისტებს თავის შთაბეჭდილებებს და ბედნიერებისგან სუნთქვა ეკვროდა თვით ბაიდენის ხილვისა და მოსმენის გამო, რომელიც მას "ამერიკული დემოკრატიის მამებს - ვაშინგტონს და ლინკოლნს“ აგონებდა!

   თუმცა, ბაიდენი თბილისში"დიდი ამერიკელი ძმის უმცროსი ძმების ქართულ ტომზე" ზრუნვამ კი არა, სააკაშვილთან ორმხრივმა კომერციულმა ბიზნესინტერესებმა ჩამოიყვანა. საქართველოში ბაიდენის ვიზიტიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის 2009 წლის 20 ოქტომბრის განკარგულებით მთავრობას დაევალა, დაეწყო პროექტი ანაკლიის პორტი“, რომლის „ნათლია“ სწორედ ჯო ბაიდენი გახლდათ, რომელმაც თავის თავზე აიღო პორტის მშენებლობისათვის ამერიკული ინვესტიციების უზრუნველყოფა. სამაგიეროდ ბაიდენი იღებდა წილს კონსორციუმის მოგებიდან, ხოლო მისი შვილი - ჰანტერ ბაიდენი - დირექტორის თანამდებობას ამერიკულ-ქართულ კონსორციუმში, რომელიც ჯერ ააშენებდა, შემდეგ კი ექსპლუატაციას გაუწევდა მომგებიან ობიექტს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ახალმა მთავრობამ დააკონსერვა პროექტი რეალური ინვესტორების არარსებობის გამო, და ბაიდენების ოჯახმა უკრაინაში ფიქალის აირის მოპოვებასთან დაკავშირებულ კორუფციულ მაქინაციებს მიჰყო ხელი, რაც საუკუნის სკანდალით დამთავრდა! როგორც აღმოჩნდა, ჰანტერ ბაიდენის ფირმა Rosemont Seneca Partners LLC კომპანია Burisma-საგან უკანონო წარმოშობის 3 მილიონამდე თანხას იღებდა, თავად ჯო ბაიდენი უხეშ ზეწოლას ახდენდა უკრაინის უმაღლეს ხელმძღვანელობაზე, მაგრამ უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში გადაცემული აღძრული საქმეები აშშ-ის საელჩომ მიჩქმალა. ამიტომ ბაიდენის კომერციულმა ინტერესებმა კვლავ საქართველოში გადმოინაცვლა, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიძრას მკვდარი წერტილიდან, თუკი სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდება, რითაც დაკავებულია სწორედ საქართველოს ხშირის სტუმარი მაიკლ კარპენტერი - ბაიდენის „მარჯვენა ხელი“, სააკაშვილის დედას - გიული ალასანიას და ამერიკული ფონდის „სვობოდნაია როსიას“ ქართული ფილიალის დირექტორ ეგორ კუროპტევთან ერთად.

     რატომ გამახსენდა დღეს ეს სევდიანი ისტორია? იმიტომ, რომ გუშინწინ ჩემი ვერსია ნაწილობრივ დაადასტურა არა ვიღაცამ, არამედ თავად აშშ-ის პრეზიდენტმა! დიახ, გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ივლისში, ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს, ისინი უკრაინაში კორუფციის შესახებ მსჯელობდნენ. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენმა ხალხმა, მაგალითად, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა ვაჟმა, შექმნან კორუფცია უკრაინაში!” - განუცხადა ტრამპმა ზელენსკის და დასძინა, რომ უარზე არ იქნება, თუ მისი პირადი ადვოკატი რუდი ულიანი ამის შესახებ ჩვენებას მისცემს აშშ-ს კონგრესის წინაშე.

    მანამდე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი 25 ივლისსატელეფონო საუბარში არწმუნებდზელენსკის, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება ბაიდენის ვაჟის - ჰანტერის წინააღმდეგ, და ასევე რვაჯერ (!) მოუწოდა უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ჩართოთ ადვოკატრუდი ჯულიანი გამოძიებაში..

„საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 24 სექტემბერი
საქართველო, თბილისი