პოლიტიკა
სააკაშვილი თავს დაესხა ცხინვალს 7 აგვისტოს! - დავით ბერძენიშვილმა საკუთარი ვაჟი ჩაუშვა, როგორც საბჭოთა კავშირის დროს თავად იქნა ჩაშვებული ღვიძლმი ძმის - ლევანის მიერ! - საქინფორმი

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ითხვა, თუ ვინ დაუწყო ომი საქართველოში საკუთარ მოსახლეობას 2008 წლის აგვისტოში, დიდხანია დახურა - ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნამ მთელს მსოფლიოს აცნობა, რომ ეს იყო მაშინდელი პრეზიდენტი-მთავარსარდალი სააკაშვილი და მისი მონები - კახა ლომია, გიგი უგულავა, დიმიტრი შაშკინი, თემურ იაკობაშვილი, გია ბარამიძე, გიგა ბოკერია და სხვები - სრული დილეტანტები სამხედრო საქმეში, რომლებიც ახალგაზრდობაში არაკანონიერი გზით თავი აარიდეს გაწვევას სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

თუმცა ყველაზე ღირებული ისაა, რომ 08.08.08 ომის მომდევნო 11 წლის შემდეგაც კი, რომლის მანძილზე ამერიკული ფულით დაფინანსებული ანტირუსული პროპაგანდა შთააგონებდა ქართველ ხალხს, რომ ”მაწონი შავია”, ანუ ომი რუსეთმა წამოიწყო, თავად საქართველოს მთავარი რუსოფობებიც კი პიდაპირ აღიარებენ, რომ ომი მათ თავად დაიწყეს - ანუ სააკაშვილის რეჟიმმა თავისი ხარდამჭერებით! თავიანთ მოგონებებში იმ პროვოკაციის ინტერპრეტირებისას უნებლიედ აკეთებენ დათქმას, როგორც ეს გასულ ხუთშაბათს დაემართა მამალ რესპუბლიკელ” დავით ბერძენიშვილს („დედალი რესპუბლიკელის“ – „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ „დედის“ - ლევან ბერძენიშვილის ღვიძლი ძმა - წაიკითხეთ აქ)

7 აგვისტოს, თავის Facebook-გვერდზე სააკაშვილის მხარდამჭერმა დავით ბერძენიშვილმა გამოაქვეყნა იმ სამხედრო ოპერაციისადმი მიძღვნილი ჩანაწერი, რომელიც იწყება და მთავრდება ქართველი გმირების - იმ ომის ჯარისკაცების დიდებითა და რუსი ოკუპანტების დადანაშაულებით აგრესიასა და ინტერვენციაში. თუმცა, მთავარი ის არის, თუ რას წერს ეს ფარისეველი ჩამშვები ამ პოსტიშუაში (ქვემოთ მკითხველს მთლიან ტექსტს ვთავაზობთ - ყურადღება მიაქციეთ მსხვილი შრიფტით გამოყოფილ ფრაგმენტებს):

“2008 წლის აგვისტოში გიორგი ანწუხელიძემ, შინდისის გმირმა მეომრებმა და უამრავმა სხვა დაღუპულმა, დაჭრილმა და გადარჩენილმა – სამხედროებმა, ექიმებმა, რეზერვისტებმა, ომში გაქცეულმა პატრიოტებმა იხსნეს ქვეყნის ღირსება. ერის ამ უკეთესმა უმცირესობამ იტვირთა ფუნქცია – გვქონოდა ფერი რუკაზე. მათ მაშინ შეასრულეს მათი მორიგეობა და ახლა ასპარეზზეც ეს თაობაა. თავისუფლება მცოდნე და ამაყ უმცირესობას მოაქვს უმრავლესობისთვის ყოველთვის. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ისტორიის გადაწერის, კორექტირების საჭიროება არ გვაქვს…და არაა ეს ქართული პოლიტიკის ან მოსახლეობის უმრავლესობის დამსახურება. ღია რენეგატებზე არც ვსაუბრობ - არც კი მეზიზღებიან... აღარც მეცოდებიან. განსაკუთრებით, კარგი წინაპრების დაყმევებული მემკვიდრეები…

2008 წლის ივლისის ბოლოს ვარშავის უნივერსიტეტში ვიყავი კონფერენციაზე.

საქართველოში პოლონეთის ელჩმა იაცეკ მულტანოვსკიმ შემომთავაზა იქ წასვლა, ცალკე პროგრამასაც მოგიმზადებთო. იაცეკს და მის მეუღლე კინგას ელჩობამდე ვიცნობდი, ახლობლები არიან – პოლონეთის საელჩოს სხვენიდან აკვირდებოდა და 7 ნოემბრის დარბევას (ზუბალაშვილის და ბესიკის კუთხეში იყო მაშინ საელჩო) და გამორჩეულად მკაცრი იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, საჭიროების შემთხვევაში იქვე, გრიბოედოვზე რესპუბლიკელების ოფისთანაც სასწრაფოდ გაჩნდებოდა. ჰოდა, უარი ვერ ვუთხარი ვარშავაში წასვლაზე.

კონფერენციაც საინტერესო იყო, ანჯეი ვაიდას ვესაუბრე ცოტა და მისი “კატინიც” ვნახე… მაგრამ მთავარი მართლა იმ ცალკე პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აღმოჩნდა: 50/ 50- ზეა რუსეთთან საქართველოს ომის ალბათობაო, ასე ვვარაუდობთო, მითხრეს პოლონელმა სპეცებმა. არ დავეთანხმე, საბაბს ჩვენი მოუთმენელი ხელისუფლებაც კი არ მისცემს მეთქი.

ვარშავიდან თბილისში ჩამოსულს გორიდან დაბრუნებულმა ზუკამ და მისმა მეგობარმა მიხომ მითხრესაგვისტოში ცხინვალში შევდივართო, მთელმა გორმა იცისო, ვიცინე ბევრიმაშინაც არ დავიჯერე. პრეზიდენტ კაჩინსკის თავდადებაც გვახსოვს ომის დღეებში. მეტი იცოდა?

არადა, 7 აგვისტოც დადგა. წინა დღეებში ჩვენი ხელისუფალნი ოს სეპარატისტებს აბრალებდნენ ვითარების გამწვავებას, რუსები ვერ აკონტროლებენო. ეკა კვესიტაძის და ნინო ჯაფიაშვილის გადაცემაში მინისტრ იაკობაშვილის სიტყვები ახლაც კარგად მახსოვს (დაინტერესებულ ადამიანებს ახლაც შეგიძლიათ ამ გადაცემის ნახვა, საინტერესოა).

”კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა” მარტო ერთ გენერალს არ წამოცდენია, ამერიკულ პრესაშიც კი მოხვდა ეს სიტყვები 11 აგვისტოს…. მაგრამ ეს არაფერს ცვლის – რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, რუსეთმა დაიწყო ომი, ოკუპანტია. ინტერვენციაც იყო და ”მძინარე ცხინვალში ქართული ბომბებით 2000 მშვიდობიანი ოსის დაღუპვის” ამაზრზენი რუსული პროპაგანდაც.

მძიმე დღეა 7 აგვისტო. 08.08.08 კიდე საშინელი თარიღი. 9 აგვისტოს პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცება პარლამენტში – ერთი ახლა გადახედეთ ტექსტს მაშინდელმა დეპუტატებმა – არ მოგეწონებათ. ”8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში (!!!- ..) რამდენიმე ასეულმა რუსულმა ტექნიკამ და სამხედრომ გადმოლახა საქართველოს საზღვარი” – ეს რამ დააწერინა (ვინც დაწერა) და როგორ ვერ მიაქციეთ ყურადღება (ვინც კენჭი უყარეთ)?

ტალიავინის მიმართ საყვედური არ გვეთქმის, უფრო პირიქით (არც კია 9 აგვისტოს მთავარი ქართული დოკუმენტი გამოყენებული რუსის ჯარის შემოსვლის თარიღის დასადგენად, საქართველოში რომ იყვნენ რუსი” მშვიდობისმყოფელებიც” და არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფებიც მანამდე, მშვენივრად იცოდნენ)”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით ბერძენიშვილი.

მაშასადამე, რა გამომდინარეობს აქედან?

1. ის, რომ ცნობილ ორმაგ გამყიდველს, ჯერ - კგბ-ს ყოფილ, შემდეგ კი დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების აგენტს, დავით ბერძენიშვილს, მისმა პოლონელმა კოლეგებმა საიდუმლოდ ამცნეს, რომ პრეზიდენტ კაჩინსკის მეგობარი - პრეზიდენტი სააკაშვილი - მალე ომს დაიწყებს რუსეთთან;

2. თბილისში ჩამოსვლისთანავე იმავეს უდასტურებს დავით ბერძენიშვილს მისი ვაჟი ზუკა მეგობრებთან ერთად - სააკაშვილის "ოქროს ახალგაზრდობა", რომელიც „ნაცმოძრაობის“ შიდაპარტიულ „სამზარეულოში სადილობდა". დღეს კი, ზუკა ბერძენიშვილმა ესტაფეტა მიიღო მამისგან და სათავეში უდგას ანტიქართულ მიტინგს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რომლის აქტიური მონაწილეც იყო;

3. ბერძენიშვილი მოწმობს, რომ ომის წინა დღეებში, სააკაშვილის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები და „რუსთავი 2“-ს ტელეჟურნალისტებიც კი აღიარებდნენ, რომ რუსეთი არ აკონტროლებს ოს სეპარატისტებს;

4. ბერძენიშვილი აღიარებს, რომ ომი დაიწყო ქართულმა არმიამ სააკაშვილის მეთაურობით 7 და არა 8 აგვისტოს, ხოლო რუსეთმა დაიცვა თავისი სამშვიდობოები მეორე დღის ბოლოს. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბერძენიშვილმა დამატებით გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ გადაადგილდებოდნენ ქართული ჯარები ცხინვალის მიმართულებით 7 აგვისტოს. უფრო მეტიც - ბერძენიშვილი "გულწრფელად აღშფოთებული" და გაოცებულია - აქაოდა, რატომ წერია პრეზიდენტ სააკაშვილის 8 აგვისტოს ბრძანებულებაში, რომ მხოლოდ 8 აგვისტოს, და ისიც - დღის მეორე ნახევარში, რამდენიმე ასეულმა რუსული სამხედრო ტექნიკის ერთეულმა გადმოლახა საქართველოს საზღვარი?! ვინ დაწერა და მიაჩეჩა ეს ტექსტი პრეზიდენტ სააკაშვილს, და როგორ „გაგვეპარა“ ეს ჩვენ, იმდროინდელ პარლამენტარებსო?!

5. სოციალურ ქსელში თავისი პოსტის დასასრულს ბერძენიშვილი მადლობას უხდის ტალიავინს, რომ მან ვერ შეამჩნია – „არ გამოიყენა“ სააკაშვილის განკარგულებაში ნათქვამი ეს ფრაზა - აქაოდა, „ამისთვის მისი მადლობელი უნდა ვიყოთ! ” ამრიგად, ბერძენიშვილი ირიბად ეთანხმება კომისიის მთავარ დასკვნას - რომ სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო რუსი სამშვიდობოებისა და ოსების განადგურება, ხოლო რუსეთმა მე-2 დღის ბოლოს - 8 აგვისტოს საღამოს დაიცვა ისინი, ამიტომაც უწოდებს რუსეთი „საქართველოს იძულებას მშვიდობისათვის“ ”Война 08.08.08.".

P.S. პატივცემულო მკითხველო! ყოველივე ამის წაკითხვის შემდეგ, ხომ არ გაგიჩნდებათ შთაბეჭდილება, რომ დავით ბერძენიშვილი ისევ მუშაობს КГБ-ზე, როგორ მისი ამჟამინდელი ბოსი - სააკაშვილი და ამ უკანასკნელის დედა და ბიძა - გიული და თემურ ალასანიები?!