უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ემანუელ მაკრონის უგუნურ ქმედებასთან დაკავშირებით საპასუხო არსებით მოქმედებებს მალე გამოვაცხადებთ

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ემანუელ მაკრონის უგუნურ ქმედებასთან დაკავშირებით საპასუხო არსებით მოქმედებებს მალე გამოვაცხადებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა. დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის მიერ ამერიკულ ციფრულ კომპანიებზე დამატებითი გადასახადების დაწესება.

დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონის სამიზნე შესაძლოა ფრანგული ღვინო გახდეს.

„საფრანგეთმა ციფრული გადასახადები დაუწესა ჩვენ დიდებულ ამერიკულ ტექნოლოგიური კომპანიებს. თუ ვინმე დაუწესებს მათ გადასახადებს, ეს მათი მშობლიური ქვეყანა, აშშ უნდა იყოს. ემანუელ მაკრონის უგუნურ ქმედებასთან დაკავშირებით საპასუხო არსებით მოქმედებებს მალე გამოვაცხადებთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამერიკული ღვინო ფრანგულზე უკეთესია“, – აღნიშნა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ნებისმიერ ციფრულ კომპანიას, რომელსაც წლიურად 750 ევროზე მეტი შემოსავალი აქვს და საფრანგეთში სულ მცირე 25 მილიონს გამოიმუშავებს, დამატებითი გადასახადების გადახდა მოუწევს.

1tv.ge