აქტუალური
მე და ბადრი ჯაფარიძე ვაპირებთ, ანაკლიის მმართველ საბჭოს ჩამოვშორდეთ - მამუკა ხაზარაძე

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. მე და ბადრი ჯაფარიძე ვაპირებთ, ანაკლიის მმართველ საბჭოს ჩამოვშორდეთ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც მისი და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილებოდა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, შეუძლებელია მოლაპარაკებები აწარმოო ბანკებთან იმ ფონზე, როდესაც პროკურატურა სახალხოდ ბრალს სდებს მათ. მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ის და ბადრი ჯაფარიძე პრესკონფერენციას მომავალ კვირას გამართავს.

ერთის მხრივ, მთავრობა ამბობს, რომ ანაკლიას მხარს უჭერს და მეორეს მხრივ, პირდაპირ და ღიად ებრძვიან ამ პროექტს. ის ფაქტი, რაც ქართულ ეკონომიკას ამ ორი დღის განმავლობაში მიაყენეს ორი მილიონის სანაცვლოდ, არის დანაშაული. დადგება დრო ამაზე პასუხს აგებენ.

მე და ბადრი ჯაფარიძემ გადავწყვიტეთ, მომავალ კვირას გვქონდეს პრესკონფერენცია. ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, გადავიწევთ უკანა პლანზე, მე ჩამოვშორდები თავმჯდომარეობას, ბადრი – მოადგილეობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით. აღნიშნულ ნაბიჯს გადავდგამთ, რათა ეს პროექტი არ გაჩერდეს.

შეუძლებელია ბანკებს ესაუბრებოდე 650 მილიონის ინვესტიციაზე და ყოველდღე პროკურატურა სახალხოდ ასეთ ბრალდებებს გადებდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.