სამართალი
„რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის შეურაცხმყოფელი განცხადებები რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის მისამართით საქართველოს უბედურებაა! - ზახაროვა

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული რადიოსადგური Говорит Москва ავრცელებს.

ეს საქართველოს უბედურებაა“, - ასე შეაფასა გაბუნიას მონოლოგი რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

მანამდე რუსეთის დუმის დეპუტატი ევგენი პრიმაკოვი საქართველოს სანქციების გამკაცრებით დაემუქრა, ფედერაციის საბჭოს წევრმა ვლადიმერ ჯაბაროვმა კი რუსეთში გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

„რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.