უცხოეთი
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უზრუნველყონ როგორც რუსი ჟურნალისტების, ისე ზოგადად რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს ხელისუფლებას რუსი ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოსთხოვა.

„მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, უპირობოდ უზრუნველყონ ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც რუსი ჟურნალისტების, ისე ზოგადად რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უსაფრთხოება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამასთან, როგორც სამინისტრო აღნიშნავს, რუსული მხარე ელოდება შესაბამის რეაქციებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და არასამთავრობო სექტორისგან, უპირველეს ყოვლისა კი მედიის თავისუფლების საკითხზე მომუშავე ეუთო-ს წარმომადგენლისგან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძნობს.

1tv.ge