აქტუალური
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივნისისთვის: 1 აშშ დოლარი - 2,7389 ლარი, ევრო - 3,0914 ლარი, გირვანქა სტერლინგი - 3,4716 ლარი

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ივნისს ერთი აშშ დოლარი 2,7389 ლარი ღირს, 1 ევრო – 3,0914, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3,4716 ლარი.

13 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2,7342 ლარი ღირდა, ევრო – 3,0940, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3,4864 ლარი.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები დღეიდან, 14 ივნისიდან შევიდა ძალაში.