პოლიტიკა
რუსეთი უკრაინასთან ურთიერთობას აღადგენს, უკრაინულ ელიტებთან ურთიერთობის მიუხედავად, განაცხადა პუტინმა. და საქართველოსთან? - საქინფორმი

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ასეთი განცხადება გააკეთა რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ „МИР“-თან ინტერვიუში, რომელშიც ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ ხედავს მომავალში რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას, უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობაზე ვლადიმერ ზელენსკის მოსვლის შემდეგ.

   „გარდაუვალია, რომ ჩვენ ურთიერთობას აღვადგენთ, შეუძლებელია, ეს ხდებოდეს ერთი და იმავე ხალხის ნაწილებს შორის ან ორ მოძმე ხალხს შორის, როგორიც უნდა აეწყოს ჩვენი ურთიერთობა ელიტებთან. წარსულის პოლიტიკურ ელიტებთანაც კი, დავუშვათ, იმ ხალხთან, ვინც მთელი თავისი საქმიანობის, მთელი თავისი ცხოვრების საყრდენად, უპირველეს ყოვლისა, პირად გამორჩენას და უკრაინელი ხალხის ხარჯზე ნაშოვნი კაპიტალის შენარჩუნებას მიიჩნევდნენ, რომელიც სადღაც უცხოეთში ინახება. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო უყვართ მათ აგრერიგად დასავლეთი“, - თქვა პუტინმა.

   საქინფორმი: რუსეთის პრეზიდენტს, როდესაც უკრაინაზე ლაპარაკობდა, მხედველობაში საქართველოც ჰყავდა. ამაზე პირდაპირ მიუთითებს მისი შემდეგი სიტყვები „ერთი და იმავე ხალხის ნაწილებს შორის“ (ანუ რუსებსა და უკრაინელებს შორის - საქინფორმი), ან „ორ მოძმე ხალხს შორის“ (ანუ რუს და ქართველ ხალხებს შორის - საქინფორმი).

   საქართველოს, მის პოლიტიკურ ელიტებს სრულად ეხება მომდევნო ფრაზაც - „ხალხზე, ვინც მთელი თავისი საქმიანობის, მთელი თავისი ცხოვრების საყრდენად, უპირველეს ყოვლისა, პირად გამორჩენას და უკრაინელი ხალხის ხარჯზე ნაშოვნი კაპიტალის შენარჩუნებას მიიჩნევდნენ, რომელიც სადღაც უცხოეთში ინახება. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო უყვართ მათ აგრერიგად დასავლეთი“.
ჩავანაცვლოთ „ხალხი“ „სააკაშვილით“ ან საქართველოს ზოგიერთი დღევანდელი მმართველების გვარებით, ხოლო „უკრაინელი ხალხის“ მაგივრად დავწეროთ „ქართველი ხალხი“ - და მივიღებთ ერთადერთ სწორ პასუხს შეკითხვაზე - რამ მიიყვანა უკრაინა და საქართველო ომამდე რუსეთთან, რომელიც ორივესთვის ერთნაირად ახლობელია!

   საბედნიეროდ, პოროშენკო და სააკაშვილი უკან მოუბრუნებლად ჩაჰბარდნენ წარსულს და თუკი მათ ვინმე კიდევ ახსენებს, ეს იქნება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც მათ ადამიანურობის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის განაჩენს წაუკითხავს! პოლიტიკური ელიტა კი, რომელიც უკვე მე-7 წელია მართავს საქართველოს, და უკრაინის ახალი პრეზიდენტი, რომელსაც თავისი გუნდი ჯერ არ ჩამოუყალიბებია, ცხადია, ბოროტმოქმედები არ არიან და ყველა ღონეს იხმარენ, რათა მორიგი სისხლისღვრა არ დაუშვან.
მაგრამ ეყოფათ კი მათ პოლიტიკური ნება, პასუხისმგებლობა და სიმამაცე, რომ დააბრუნონ თავიანთი სახელმწიფოები მათთვის ისტორიულად განსაზღვრულ გზაზე - რუს მეზობელთან მეგობრობის და სტაბილური აყვავებისაკენ, სიტყვადათაფლული უცხოელების „დანაელთა ძღვენის“ ნაცვლად, რომლებიც სააკაშვილის მსგავსად „ორ დღეში“ რეფორმების და დემოკრატიის შესახებ მღერიან?!
ჯერჯერობით ამაზე არაფერი მიუთითებს. უფრო პირიქით...

საქინფორმის
რედაქცია