აქტუალური
საქინფორმი დენის ვლადიმერის ძე გონჩარს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორად დანიშვნას ულოცავს

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 4 აპრილის № 5458 ბრძანებით დენის ვლადიმერის ძე გონჩარი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

დ. ვ. გონჩარი დაიბადა 1973 წელს. განათლება - უმაღლესი: 1996 წელს წარჩინებით დაამთავრა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი. ფლობს ინგლისურ, ფრანგულ და არაბულ ენებს.

2017 წლის თებერვალში მიენიჭა მე-2-ე კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. დაჯილდოებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით „წარჩინებისთვის“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობს 1996 წლიდან. ეკავა სხვადასხვა დიპლომატიური თანამდებობა ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ.

2007-2011 წლებში - ეუთოში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი ვენაში (ავსტრია).

2011-2018 წლებში - აშშ-ში რუსეთის ფედერაციის საელჩოს უფროსი მრჩეველი, მრჩეველი-დესპანი.

2018- 2019 წლებში - დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

2019 წლის 3 აპრილიდან - დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი.

დაოჯახებულია, ჰყავს ქალ-ვაჟი.

საქინფორმი დენის ვლადიმერის ძე გონჩარ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ- ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორად დანიშვნას ულოცავს და რწმენას გამოთქვამს, რომ ის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარებაში თავის წვლილს შეიტანს. და ეს პროტოკოლური ფრაზა არ გახლავთ, ვინაიდან დენის ვლადიმერის ძემ თბილისში ძალზე კეთილი მოგონებები დატოვა საქართველოში რფ-ის საელჩოში დიპლომატიური მოღვაწეობის დროს. დენის გონჩარი ერთ-ერთი იყო საქართველოში წარმოდგენილი უცხოური დიპკორპუსის იმ მცირერიცხოვან დიპლომატთა შორის, რომლებიც თავიანთი მოვალეობების ფორმალურად შესრულებით არ იფარგლებოდნენ, ამიტომ სხვებზე უკეთ ფლობდა ადგილობრივ ვითარებას და მაქსიმალურად ახლოს იყო ქართველ საზოგადოებასთან.