სამართალი
საქართველოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე მყარად ვიაროთ - საქართველოს პრეზიდენტი

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე მყარად ვიაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და პატივია, რომ საქართველო თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მასპინძლობს ნატოს წვრთნებს ამ ქვეყანაში, რაც არის ძალიან სერიოზული გზავნილი და ნიშანი იმისა, რა დონეზეა ასული ჩვენი ურთიერთობები და ნდობა.

საქართველოს მოსახლეობისთვის ეს არის ძალიან დიდი ნიშანი, თუ რა გზაზე ვდგავართ, რომ ეს გზა არის უალტერნატივო, უცვლელი. რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება, იქნება ეს სამხედრო თუ პოლიტიკური რეფორმები, იმისთვის, რომ ამ გზაზე მყარად ვიაროთ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა გრძელდება ჩრდილო მაკედონიის მიღებით, რაც დიდი ნიშანი არის და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.