აქტუალური
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის კანცელარიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთს მოვუწოდებთ, რომ გაიწვიოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოება აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები. ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებულ როლს, ამიტომაც ვაძლიერებთ ურთიერთობებს საქართველოსა და ნატოს შორის და ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაძლიერდება. ჩვენ ვნახავთ დღეიდან, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მრავალეროვნული სწავლების ფარგლებში. ჩემი ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში აქტიურდება საზღვაო აკვატორიაში მოქმედი სამხედრო დანაყოფები.

მადლობა მასპინძლობისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. საქართველო არის ყველაზე მსხვილი მონაწილე ჩვენს ინიციატივებში, სამხედროების რაოდენობრივ და რიცხობრივი თვალსაზრისით და იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.