სამართალი
„თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე წერილით მომმართავდნენ - გიორგი გახარიამ ყველა ბრალდება უარყო

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ჩემ მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან მოჰყვა პასუხი – არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე წერილით მიმართვა იქნებოდა.

ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორ წერილს, გახსოვთ, იყო ასეთ ბრალდება, რომ გახარია აიძულებსთიბისი ბანკსწილების დათმობას, შემდგომ რა რეაქცია მოჰყვათიბისი ბანკისმფლობელებისგანარა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამოდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მომართვა შედგებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მექნება დეტალებში შესვლის შესაძლებლობა. კიბერთავდასხმის ის ლოკაცია, უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით ამ კონკრეტული ადრესატისგან. გარდა ამისა, უკვე საფრთხე იყო ლიკვიდირებული და ამ დეტალებზე საუბრის საშუალება მექნება და მოგიყვებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.