საზოგადოება
როგორც გაერო ამტკიცებს, საქართველო ოდნავ მეტად ბედნიერი გახდა, მაგრამ უფრო უბედურია, ვიდრე სომხეთი, აზერბაიჯანი, და 2-ჯერ უფრო უბედური, ვიდრე რუსეთი

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 119- ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში გაერო-მ გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის კვლევაში საქართველო 128-ე პოზიციაზე იყო.

კვლევის ავტორები რეიტინგის შედგენისას შემდეგ ფაქტორებს ითვალისწინებენ: მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, სოციალურ მხარდაჭერას, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობას, მოქალაქეთა თავისუფლებას, კორუფციის დონეს.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება – ფინეთი, დანია, ნორვეგია, ისლანდია და ნიდერლანდები.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთი სიაში 116- ადგილზეა, აზერბაიჯანი 90-ზე, რუსეთი – 68-ზე, ხოლო თურქეთი – 79-ზე.

სიაში ბოლო ადგილს სამხრეთ სუდანი იკავებს.

20 მარტს მსოფლიოში ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, 2012 წელს დაწესდა.