საზოგადოება
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები „სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობისთვის“ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივიან

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელსსაქართველოს სამეფო სახლის სახელით უნაბართვოდ სარგებლობისთვის სასამართლოში უჩივიან. ინფორმაციას იურიდიული კომპანია „სამართლის გზა“ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის უკვე ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთის თაობაზე.

დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობითმაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი“, – აცხადებენ იურიდიულ კომპანია „სამართლის გზაში“.

მათივე ცნობით, მომდევნო სასამართლო სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატუსით მოწვეული ისტორიის მეცნიერებათა აკადემიკოსების – როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა.

სასამართლო სხდომები საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად დაესწრონ. სხდომა გაიმართება .. 12 მარტს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს #42 სხდომათა დარბაზში. მოსარჩელეების, ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ინტერესებს სასამართლოში იცავს იურიდიული კომპანიასამართლის გზისმმართველი პარტნიორი, ადვოკატი ლევან გორელაშვილი“, – აღნიშნულია იურიდიული კომპანია „სამართლის გზის“ ინფორმაციაში.