უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ნებისმიერ შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ ირანთან, საქართველოსთან და რუსეთთან

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ნებისმიერ შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ ირანთან, საქართველოსთან და რუსეთთან და საკითხს ევროკავშირთანაც განვიხილავთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ტელეკომპანია „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა ისწავლა სომხეთმა ენერგეტიკის სფეროში უკრაინის რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილებიდან, ნიკოლ ფაშინიანის თქვა, რომ სომხეთმა უკრაინის გამოცდილებიდან არაფერი არ უნდა ისწავლოს.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ერევნის საგარეო პოლიტიკური ამოცანა არა დიდ ძალებს შორის ბალანსირება, არამედ დამოუკიდებლობის გაძლიერება და სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს.

ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ სომხეთის მთავრობა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმებისკენაა მოწოდებული, რაც დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას და კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციური მექანიზმის არსებობას ნიშნავს.

1tv.ge