საზოგადოება
ჯერ ძნელია იმის თქმა, რა შედეგს მოიტანს ახალი სავაჭრო დერეფნების გახსნა და ზოგადად, როგორ იმუშავებს ეს პროექტი - ზურაბ აბაშიძე

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პირველი არხის გადაცემაში თავისუფალი ხედვა განაცხადა.

თუმცა, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. თვითონ ამ ხელშეკრულების ამოქმედება არ ნიშნავს, რომ ეს კორიდორები ავტომატურად უნდა გაიხსნას. ეს უკვე მხარეების გადასაწყვეტია და დამატებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია. შეიძლება, შვეიცარიელი მონიტორები ამ კორიდორების დასაწყისში დადგნენ, მაგრამ კორიდორების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული. ეს მონიტორები იქ იქნებიან და თუ რამე გაივლის, ამას აღნუსხავენ, ხოლო თუ არ გაივლის, არა“, – განაცხადა აბაშიძემ.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ანალიტიკოს ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, რა ხეირი უნდა ნახოს საქართველომ ორი ახალი სავაჭრო დერეფნის გახსნით, რომლებმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა გაიაროს, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ აღნუსხული იქნება და საქართველოს ინფორმაცია ექნება ნებისმიერი ტვირთის თაობაზე, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით გადაადგილდება. მისი თქმით, ეს იმდენად ორიგინალური პროექტია, რომ ვერსად ვერ მოინახა პრეცედენტი, რათა შემოწმებულიყო, თუ როგორ მუშაობს ის.