პოლიტიკა
საქართველო არ შეეგუება ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებსა და მცოცავ ხაზებს, რაც ძალადობის პოლიტიკის ნაწილია! - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. საქართველო არ ეგუება და არც შეეგუება ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რაც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე. მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21- საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა. გამოსვლას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.