აქტუალური
ადრე თუ გვიან რუსეთის და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა მიზანშეწონილი იქნება - ზურაბ აბაშიძე

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ პირველი არხის გადაცემაში თავისუფალი ხედვა განაცხადა. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს შორის მაღალი დონის შეხვედრები შედგეს და რის მომცემი შეიძლება იყოს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების ან პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ გააჩნია, რაზე ისაუბრებენ პრეზიდენტები თუ პრემიერ-მინისტრები.

როცა ასეთი კითხვა ჩნდება, ვამბობთ, რომ ადრე თუ გვიან ასეთი შეხვედრის ჩატარება, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია, რაზე ისაუბრებენ პირველი პირები. თუ იქ განხილული არ იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემები და თუნდაც სულ მცირე ნაბიჯი არ გადაიდგმება, მაშინ ჩნდება შეკითხვარა საჭიროა ასეთი შეხვედრა, სადაც იგივე თემებზე ისაუბრებენ, როგორიცაა სავაჭრო ურთიერთობები, ღვინის ექსპორტი და .. ამიტომ, თუ რუსეთის მხრიდან იქნება მზაობა, რომ ეს თემაც იყოს განხილული და გამოჩნდება პოლიტიკური ნება, რომ ამასთან დაკავშირებით რაღაც პროცესი დაიწყოს, ასეთ შეხვედრას, რა თქმა უნდა, აზრი ექნება. ამ ეტაპზე რამე მზადება ნამდვილად არ მიმდინარეობს და ჯერ ამისათვის არანაირი კონკრეტული მოცემულობა არ არის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.