საზოგადოება
უსიამოვნო მოულოდნელობები, ვფიქრობ, რომ არ იქნება - გრიგორი კარასინი „რადიო თავისუფლებას“ (ვიდეო)

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. 27 თებერვალს პრაღის ფეშენებელურ სასტუმრო „ავგუსტინეში“ დახურულ კარს მიღმა გამართული სამსაათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გრიგორი კარასინმა „რადიო თავისუფლების“ განმეორებით შეკითხვას უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ არაპირდაპირ, ნატოსა და აშშ-ის მიერ რეგიონში მზარდი აქტიურობით გამოწვეული შეშფოთების გამოხატვით უპასუხა. რუსმა დიპლომატმა თავიდან არ დააზუსტა, თუ რა იგულისხმა უსიამოვნო მოულოდნელობებში; „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ამ კომენტარის გავრცელების შემდეგ ბევრმა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც კარასინის ეს „გაფრთხილება“ აღიქვა, როგორც შეფარული მუქარა (ვიდეო იხ. აქ).

უსიამოვნო მოულოდნელობები, ვფიქრობ, რომ არ იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რეგიონის გარე სახელმწიფოთა მისწრაფება, უფრო აქტიურად ჩაერთონ სამხრეთ კავკასიის სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს ჩვენს შეშფოთებას და დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც დააზუსტა, რომ გარე სახელმწიფოებში იგულისხმება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და აშშ-ის მზარდი აქტიურობა საქართველოს ტერიტორიაზე.

ჩვენ მოკლედ შევეხეთ რეგიონულ პრობლემებს. და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან გამოითქვა შეშფოთება რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-ის მზარდი აქტიურობის, არაერთი სწავლების ჩატარების გამო საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოების მონაწილეობით. ცხადია, ჩვენ ეს გარკვეული ამოცანების წინაშე გვაყენებს. ვინაიდან იგი არღვევს სახელმწიფოთაშორის კონტაქტების განვითარების ხელსაყრელ ატმოსფეროს, გვაიძულებს ვიფიქროთ შედეგებზე", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

პრაღის შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაა საბაჟო მონიტორინგის შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის შესრულება, ზურაბ აბაშიძის თქმით, სუბიექტურ და ობიექტურ სიძნელეებს აწყდება. ზურაბ აბაშიძემ „რადიო თავისუფლების“ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ამასწინანდელ შეხვედრაზე მან მმართველი პარტიის ლიდერი საქმის კურსში ჩააყენა პრაღაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე