აქტუალური
ანაკლიის პორტის პროექტი აშშ-სთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მასში ბევრი ამერიკული კომპანიაა ჩართული - საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ანაკლიის პორტის პროექტი აშშ-სთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მასში ბევრი ამერიკული კომპანიაა ჩართული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა განუცხადა.

მისი თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება გაგრძელდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე პოტენციალის განხორციელებისთვის, როგორც სავაჭრო, ლოგისტიკური და ბიზნესცენტრისთვის. ამასთან, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, რადგან მასში ჩართულია ბევრი ამერიკული კომპანია. მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი მაქვს, გაგრძელდება“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალს „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალსთიბისი ბანკისირგვლივ მიმდინარე პროცესებს. როგორ გადაწყდება აღნიშნული საკითხი, ამას, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა და ფართო გავლენა ჰქონდეს ზოგადად საინვესტიციო და ბიზნესკლიმატზე საქართველოში“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.